ჟურნალისტი, თათა მურაჩაშვილი:
“ამ ერთი შემთხვევით ვისაც საქართველო შეგზიზღდათ, სხვა ქვეყანაში გადადით
თურქეთში ქართველი ქალია წამებით მოკლული და თურქეთი გეზიზღებათ კიარა ანტალიის ბილეთებში 10 წლის სიცოცხლეს გაცვლით ))
ქალბატონები, რომლებიც ემოწყალოდ აწამეს თქვენს საყვარელ იტალიაში, საბერძნეთში, პარიზში, თურქეთში.
-2017 წელს ქართველი ემიგრანტი, 34 წლის ელენე გოკაძე თურქეთის ქალაქ ორდუში წამებით მოკლეს.
_2017 წლის 10 მაისს დიანა ბერიძე საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს.
-2018 წელს საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, 23 წლის სოფო წიკლაური ჯერ აწამეს, შემდეგ მოკლეს.
-2018 წლის 21 იანვარს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, 50 წლის მაია ძიძიგური, გარდაცვლილი სახლში შვილის მეგობარმა იპოვა.
-2019 წელს ემიგრანტი თამარ მოდებაძე იტალიის ქალაქ ნეაპოლში, ბინაში ჩაცხრილეს.
-2020 წელს თურქეთში, ქალაქ კაისერში ქართველი ემიგრანტი ქალი, ირმა კრავეიშვილი სხვა პირებთან ერთად, მანქანაში ჩაცხრილეს.
-2021 წლის 22 მარტს თურქეთში 25 წლის თეო თუაშვილს გასაქურდად შეუვარდნენ და ყელი გამოჭრეს შვილთან და მეუღლესთან ერათად, მისი მეუღლე მძიმედ დაჭრეს.
ფაქტია ავტრალიელ გოგოს რაც დამართეს საშინელებაა..
რა გამორიცხულია, 3 მილიონში ვიღაც პათოლოგი ღორი მკვლელი იყოს, რომელიც ყველაფერზეა წამსველელი, მკვლელი, რომელსაც არ აინტერესებს ვის მოკლავს, ან პირიქით, მსხვერპლს თავის კრიტერიუმით არჩევს.
კანონი გადასახედია, იმაზე მეტად გასამკაცრებელი ვიდრე დღეს არის,
იმდენად ლმობიერი პოლიტიკაა, დანაშაულს მარტივად ჩაადენინებს ადამიანს
ხოდა ვისაც საქართველო შეგზიზღდათ თქვენი ადგილი აქ არ არის !!”
კომენტარები