ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს:
,,
ამ დღეებმა მაჩვენა, რომ სულ “ცოტაც” და ოცნება დასრულდება. ეს “ცოტაც” სლოგანად მინდა გადავაქციო. იმიტომ რომ მივხდი ეს “ცოტაც” აძლევს ბევრს სტიმულს.
შეიძლება ბაბლს იქით, ქართული ოცნება ჩვენსავით ყველას არ სძულს, მაგრამ – ბევრს. დანარჩენებს (ვისაც არ სძულს) აქვთ აუტანლობა,
ზოგისთვის უკვე მომაბეზრებელია,
ზოგისთვის უკვე ჩამყაყებული, ზოგმა იმდენი ხანს “ჭამა” ქოცები რომ აზიდებს.
ზოგი “რას ვერ აპატიებდი” პრინციპით ტყუილს და ღალატს ვერ პატიობს. ერთმა გოგომ მითხრა აქციაზე, დოდოშკას სპიჩი ვნახე და მაგათ ხმას როგორ მივცემო. გავსულელდი. იმდენად ყველა მხრიდან გასკდა ბიაზი, ზოგს თავში ეს “რუსული კანონი” ხვდება, ზოგს თურმე დოდოშკა.
არ არსებობს გულანთებული ქოცი, რომელიც ხმას აძლევს ამათ და თუ ვინმე ფეხებში აგებლანდებათ კარგად დაუკვირდით, შემთხვევით
საჯარო სამსახურში ხომ არ მუშაობს, ან კალაძის დეველოპერი ძმაკაცი, ან რომელიმე დეპუტატის წრე? ან კარის მსახიობი? ან კარის მომღერალი? ძალიან, ძალიან ცოტაა ისეთი ქოცი, რომელიც აი, თავის პონტში ქოცია. მაგალითად, მუშაობს ნიკორას მაღაზიაში და კობახიძის სიყვარულის გამო სამსახურის მერე “რადიკალებს” ესხმის თავს ქუჩაში. არ არსებობს ასეთი რამე. ყველანი სუსია ეგ.
არ უნდათ მორჩა! არ უნდათ ტრანსპორტში, სამრეცხაოზე, პროფილაქტიკაში, პარკში. ჰაერი გაჟღენთილია ყველაფერი ამათი აუტანლობით. არ უნდათ მშვიდად და მდორედ. ფეხებს არ აბაკუნებენ, თვალებს არ კარკლავენ, რამე კადრები არ აქვთ ნანახი და აფექტში არ არიან. გააზრებულად და მშვიდად ეუბნებიან: წადით!”
კომენტარები