რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვთქვათ, ჩატარდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე თვეში. გაიმარჯვა ოპოზიციამ. პრეზიდენტი იმ დროისთვის იქნება ქოცების მიერ დანიშნული რომელიმე ოდიოზური პირი. ამ პირმა არ აღიარა არჩევნების შედეგები და არ დანიშნა ახალი პარლამენტის სხდომა. რა ხდება მაშინ? ხელახალი არჩევნები? რა აზრი აქვს, თუ პრეზიდენტი იგივე აზრზე იქნება?
კონსტიტუციაში ხარვეზია, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან ორი ნორმა-ერთი, როცა პარლამენტის სხდომა უნდა გაიმართოს ცესკოს მიერ საბოლოო ოქმის შეჯამებიდან ათ დღეში და მეორე, როცა პრეზიდენტი წყვეტს, როდის დანიშნოს სხდომა ამ ათი დღის განმავლობაში. რა ხდება, თუ პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა, ეს კონსტიტუციაში არ წერია. შეიძლება ვერც ორი ათეული წლის განმავლობაში ჩაიწეროს, რადგან ძნელი წემოსადგენია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება რომელიმე პარტიის თუ კოალიციის მიერ პოლარიზებულ გარემოში. ევროპული გამოცდილებაც ამაზე მეტყველებს. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი ისევ კონსტიტუციის ფარგლებში (ინტერპრეტაციის გზით) უნდა მოიძებნოს.
ამ გაყალბებული არჩევნების ფონზე, როცა არგუმენტები უამრავია, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის სხდომის არდანიშვნით პარლამენტის ლეგიტიმურობაზე საუბარი ოპოზიციისა თუ ოპოზიციურად განწყობილი იურისტების მიერ არ მიმაჩნია სწორად.
პრეზიდენტის მიერ სხდომის თარიღის არგამოცხადებას აქვს უფრო მეტად პოლიტიკური და არა სამართლებრივო დატვირთვა. თუ ასე მოიქცევა, იქნება სწორი, მათ შორის გაყალბებულ არჩევნებზე საერთაშორისო ყურადღების მისაქცევად.
თუ ხალხი შეძლებს, რომ მშვიდობიანი პროტესტის გზით ხელი შეუშალოს პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას, ეს უფრო მნიშვნელოვანია ამ პარლამენტის დელეგიტიმაზციისათვის, ვიდრე სხდომის დანიშვნის კანონიერებაზე აპელირება.
იმდენი გამოცდილება დაგროვდა, რომ ძველი შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ.“
კომენტარები