ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე, რომელიც საქართველოს ნაკრებს გერმანიაში ქომაგობდა, წერს:
,,ფეხბურთი რომ თავიდან შევიყვარეთ,ვარსკვლავებს რომ გავეთამაშეთ, საგულშემატკივროდ სხვა ქვეყნებში რომ წავედით და მსოფლიო პრესა რომ ავაჭრელეთ,ეს კვარას დამსახურებაა. მისი თამადობით ჩვენს ოქროს ბიჭებს გაუმარჯოთ ❤️
დორტმუნდის სტადიონი მგონი მსოფლიოში ყველაზე მაგარია( ბერნაბეუს და პაიჭაძის გარდა არაფერი მინახავს) კვარას ფერმკრთალი სახეც კი ჩანდა ტრიბუნიდან.
მამარდა ისე მიყვარს, თავისი ჯადოსნური ხელებით, კაციმთა. ზურიკო დავითაშვილი სტადიონზე რომ შემოცქრიალდება, ვგიჟდები. გიორგი მიქაუტაძე ცოტა მკაცრი მეჩვენება, მაგრამ როგორი მაგარია და როგორ გაგვახარა( ჩემი გადაღებულია მისი პენალტი, რომელიც ტევე პირველის ეთერში გავიდა)
ბუდუს სიხალისე და შარმი (ჰამბურგის სტადიონზე ჩემი სკამის წინ ვარჯიშობდნენ,ხურდებოდნენ,თავზე დავყვიროდი-ბუდუ,ბუდუ)
ქოჩორაშვილის სტაბილურობა,ასე მგონია ფსიქოლოგია მთელი ნაკრების და გულშემატკივრისაც,მიეყრდნობი.
ყველას გვარი ვიცი, ყველას სახელი,ფეხის ზომა, მამის სახელიც:) და იმდენს ვბედავთ რომ პორტუგალიასთან გამარჯვება გვინდა ❤️
ბიჭებო,მიყვარხართ
თქვენ უკვე გაგვხადეთ ისტორიის არა მხოლოდ მაყურებლები,არამედ მონაწილეებიც“
კომენტარები