პარტია “გირჩი მეტი თავისუფლებიდან” თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. კენჭისყრა, საღამოს ზუსტად 20 საათსა და 45 წუთზე დასრულდება და გადაწყვეტილებას პარტიის მხარდამჭერები მიიღებენ.
“გირჩი-მეტი თავისუფლების” თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატების პრაიმერისზე წარდგენილია იმედა კლდიაშვილი და ცოტნე კობერიძე. ხმის მიცემა გირჩის ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობს –
https://bit.ly/2Xc5y1C
ცნობისთვის, 15 აგვისტოს “ევროპული საქართველო”, “დროა” და “გირჩი – მეტი თავისუფლება”, ადგილობრივი არჩევნებისთვის თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს ერთობლივად წარადგენენ. ამასთან, თბილისში “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ კანდიდატებს არ წარადგენს.
მერობის კანდიდატად წარდგენილია ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის – ელენე ხოშტარია, ხოლო დღევანდელი პრაიმერისიდან გახდება ცნობილი ვიცე მერობის კანდიდატი.
კომენტარები