სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში, “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ იმედგაცრუებელია იმ გზით, რაც საქართველომ აირჩია.
“იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ აირჩია გზა გაზარდოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა – მიუღებელი საქციელია”, – წერს ჯიმ რიში.
კომენტარები