დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, რუსთავი 2-ის ეთერში, ამბობს:
“გადაცემის რისკი ზაფხულშიც კი ძალიან მაღალია, აგვისტოში დავრწმუნდით ხომ, ამაში? და წარმოიდგინეთ ზამთარში ეს რისკები როგორ იზრდება, როცა უმრავლესობა ჩაკეტილია, ჩაკეტილი სივრცეები ბევრია და აცრები ბევრად არ მომატებულა ზაფხულის მერე…
ამიტომ ჩვენ, ყველანაირი გათვლებით, ქვეყანაში მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვირუსის ამთვისებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დაავადება, ისევე როგორც წითელა და ჩუტყვავილა რომ მოედება ყველას, ვინც არ არის იმუნური, აი, ზუსტად ასე იქნება, ეს ყველას იპოვის, ვინც არ არის იმუნური, ყველას დაემართება, იმის იმედი არავის ჰქონდეს, რომ ვინმე კორონას გადაურჩება.”
შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა განაცხადა:
” მინდა მოსახლეობას ვუთხრა და დავამშვიდო, ჩვენ სიტუაციას ვმართავთ, კონტროლის ქვეშ არის.”
კომენტარები