ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია.
– ბატონო ვახტანგ, ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალს ტრამპის ერთ–ერთი მთავარი დაპირება ის არის, რომ მოკლე დროში დაასრულებს რუსეთ–უკრაინის ომს. უარეს შემთხვევაში, ამას 3 თვეში აპირებს. 3 თვეში და 2025 წელს კი არა, საერთოდ მოხერხებს ამ ომის დასრულებას თავის 4 წლიან საპრეზიდენტო ვადაში?
– ძალიან რთული მისი აიღო თავის თავზე დონალდ ტრამპმა და მე ეჭვი მეპარება, რომ წელს შეძლოს იმ ომის დასრულება, რომლის დასრულების ბევრი ბერკეტი მის ხელთ არ არის. ღმერთმა ქნას, მოახერხოს, მაგრამ ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ასეთ მიდგომას. ტრამპი ამბობდა, რომ ომს დაამთავრებდა 24 საათში. მერე მიხვდა, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული საქმე იყო და გადაავადა, 3 თვეში დავასრულებო. უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელიც დანიშნა, კით კელოგი. ტრამპა კელოგს დაავალა, აწარმოოს ე.წ. შატური დიპლომატია, რომ მხარეები დასვას მოლაპარაკებების მაგიდასთან.ტრამპმა მიმართა ჩინეთის ლიდერს, სი ძინ პინს, რათა ის ჩაერთოს ამ პროცესში და როგორც ჩანს, ტრამპი კიდევ აპირებს ამ ფორმატის გაფართოებას. სავარაუდოდ, სხვა ქვეყნების ლიდერებსაც ვიხილავთ, რომლებიც რუსეთზე გარკვეული ზეწოლის მოხდენას შეეცდებიან. თუ ამან შედეგი ვერ გამოიღო, ტრამპს მოუწევს ხისტ პოზიციაზე გადასვლა. მოუწევს ჩაატაროს „დაზვერვა ბრძოლით“, რათა ორივე მხარესთან დაარეგულიროს ურთიერთობები და ზავს მიაღწიოს.
მე თუ მკითხავთ, ტრამპის საგარეო პოლიტიკის გეგმა მოიცავს 4 ძირითად ამოცანას, 4 ძირითად გეოპოლიტიკურ მიმართულებას. ერთია, უშუალოდ ამერიკის კონტინენტი, სადაც უნდა დაამყაროს წესრიგი, აღადგინოს ამერიკის სრული გავლენა. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მოქმედ ნარკოკარტელებს გამოუცხადა ომი და ყველა ნარკოკარტელი გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაცად. მეორე, ტრამპმა, ფაქტიურად ომი გამოუცხადა არალეგალურებს, მიგრანტებს, რაც სენსიტიური საკითხია, მაგრამ ის ფიქრობს, რომ მიგრანტები ბევრ პრობლემას უქმნიან ამერიკას, მათ შორის, მის უსაფრთხოებას. მესამე, ახალი პრეზიდენტი აპირებს ამერიკის კონტინენტზე ახალი ეკონომიკური წესრიგის დამყარებას. აპირებს მოშალოს NAFTA–ს სისტემა, კანადის, ამერიკისა და მექსიკის თავისუფალი ვაჭრობის ზონის გაერთიანება, რომელიც 1994 წელს შეიქმნა ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას. ეს ფორმატი მუშაობდა, არ ვიცი, ტრამპს რა მოელანდა, მაგრამ მაგრამ თუ NAFTA–დან გამოვიდა, ამით, ფაქტიურად, სავაჭრო და ეკონომიკური ომს გამოუცხადებს კანადას და მექსიკას. მეოთხე, ამერიკის კონტინენტი გამოაცხადა შეერთებული შტატების გავლენის ზონად. ტრამპი აპირებს აქ წინ აღუდგეს ორ მოწინააღმდეგეს–ჩინეთსა და რუსეთს. ეს ორი ქვეყანა მტრად თუ არა, ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგეებად დაასახელა. მათ ომი გამოუცხადა სტრატეგიულ კოსმოსურ დონეზეც. ამერიკა აპირებს კოსმოსზე დომინირებას. ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკის პროექტს განახორციელებს, მოახდენს მთვარის კოლონიზაციას. ამ პროექტთან არის მიბმული სილიკონის ველის ორი პროექტი, სადაც ხელოვნური ინტელექტის კვლევები ჩატარდება. ამერიკის მთავრობას უკვე დავალა 500 მილიარდის გამოყოფა ამ პროექტისთვის, რომელიც მომავალში უნდა გაიზარდოს 1–დან 2 ტრილიონ დოლარამდე. ეს საკმაოდ სერიოზული პროექტია. ეს არის რუსეთისა და ჩინეთის საწინააღმდეგო პროექტი, რომლებიც ერთობლივად ცდილობენ მთვარის ათვისებას. ამ ტექნოკრატიულ დონეზე სტრატეგიული რბოლის თემას ებმება გრენლანდიის თემაც. ამერიკას გრენლანდია სჭირდება ახალი კოსმოსური სივრცეების ასათვისებლად. მეორეც, გრენლანდია ამერიკას სჭირდება საიმისოდ, რომ შეამციროს სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების დარტყმის მონაკვეთი. თუ რუსეთზე პირდაპირ დარტყმს მოახდნენ გრენლანდიიდან ამ რაკეტებით, 10–15 წუთს მოიგებენ. გრენლანდია ამერიკას, ასევე სჭირდება აფრიკის კონტინენტზე გავლენის გასაძლიერებლად, სადაც სასარგებლო წიაღისეულის უდიდესი მარაგია.
– აფრიკაში, ბოლო პერიოდში, ჩინეთთმა სერიოზული უპირატესობა მოიპოვა ამერიკასთან შედარებით, ბევრ აფრიკულ ქვეყანაში სტრატეგიული ობიექტები სრულად იყიდა, რადგან მთავრობაებს კაბალური სესხები მისცა და სესხის საფასურად ეს ობიექტები წაიღო. ამის მეშვეობით, აფრიკის არა ერთ ქვეყანას ჩინეთი აკონტროლებს.
– აი, მანდ არის პრობლემა და ამის მოგვარებას აპირებს ტრამპი. არა მხოლოდ ჩინეთმა, რუსეთმაც გაიმყარა მდგომარეობა ბევრ აფრიკულ ქვეყანაში. ამ ქვეყნების გავლენების შესუსტებას აპირებს ტრამპი. მის გეგმაშია პანამის არხის სრული კონტროლი, ამით აღიკვეთება ჩინელების შეღწევა ამერიკის კონტინენტზე და პირიქით, გაიზრდება ამერიკელთა შეღწევა წყნარი ოკეანის მიმართულებით. რაც შეეხება კანადას, რომელიც ამერიკის შტატად უნდა ტრამპს, ეს გაბუქული თემა მგონია. ტრამპს სჩვევია, ამგვარი რამ, გააბუქებს კონკრეტულ საკითხს, რომ მერე მაქსიმალური სარგებელი მიიღოს იქიდან. კანადას აგრესია არ ემუქრება ამერიკისგან, მაგრამ ტრამპი შეეცდება, კანადის უმდიდრესი წიაღისეულიდან სარგებელი ნახოს და NAFTA– დატოვება და ეს რიტორიკა ერთმანეთან კავშირში მგონია. მაქსიმუმ, ამერიკამ ეკონომიკური ესქპანსიონიზმი განახორციელოს კანადაზე.
ტრამპის გეო–პოლიტიკური ინტერესების ზონაში რჩება ახლო აღმოსავლეთი და ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ორ უცხოურ ქვეყანას არ შეუწყვიტა ფინანსური დახმარება–ისრაელსა და ეგვიპტეს.სპარსეთის ყურეშიც აპირებს მოძლიერებას. ტრამპი აპირებს მოლაპარაკების წარმოებას ნავთობმომპოვებელი და ნავთობწარმოებელ ქვეყნებთან, რათა წარმოება და მოპოვება შეამცირონ. ამით ნავთობის ფასი დაიწევს, რაც უარყოფითად იმოქმედებს ირანისა და რუსეთის ეკონომიკაზე. ტრამპის ინტერესებში შედის, ასევე, ცენტრალური აზია. აქ ბაიდენისა და ტრამპის ინტერესები დაემთხვა. ტრამპმა გადმოიბარა ბაიდენის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი სატრანზიტო კორიდორის გაჭრას დასავლეთ ევროპიდან, ანტვერპენიდან მუმბაიმდე. ეს პროექტი 400–დან 600 მილიარდ დოლარამდე ჯდება. ეს ჩინური პროექტის მსგავსი პროექტია, რომელსაც ჰქვია „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რომელიც ითვლისწინებს რუსეთის გავლით ევროპაში ჩინური ტვირთების გადატანას და იქიდან აფრიკაში. ეს პროექტი უკრაინის ომმა შეაჩერა. ეს არის 1 მილიაარდიანი პროექტი. სხვათაშორის, რუსეთიც მსგავსი პროექტის განხორციელებას აპირებს, გამოყოფილი აქვს 500–7000 მილიარდი დოლარი და სანკტ–პეტერბურგიდან მუმბაიმდე აპირებს ახალი სატრანზიტო კორიდორის გაჭრას. მოკლედ, ამერიკელები ამ ორივე პროექტის ალტერნატიული პროექტის განხორციელებას აპირებენ, ახალი სატრანზოტო კორიდორი იჭრება. ამ პროექტში შეიძლება მოხვდეს შავი ზღვის აუზი და საქართველოც, თუმცა, შეიძლება გავიდეს აღმოსავლეთით, სპარსეთის ყურის მიმართულებით. ამერიკას სამხრეთ კავკასია სჭირდება ცენტრალური აზიის მიმართულების დაჭერისა და ავღანეთში სიტუაციის დალაგებისთვის. ტრამპმა მიზნად დაისახა ავღანეთის პრობლების მოგვარება. პირველი პრეზიდენტობის ვადაში ეს ვერ შესძლო ტრამპმა, შემდეგ ბაიდენის დროს ამერიკულმა ჯარებმა დატოვეს ავღანეთი. თუმცა, შეუძლებელი არაფერია. აქვე ვიტყვი, რომ ამერიკა არ აპირებს სამხრეთ კავკასიიდან წასვლას და ამის დასტურია ამერიკასა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება. ამგვარი ხელშეკრულება საქართველოსა და ამერიკას შორისაც არსებობს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების ანტიამერიკური რიტორიკისა და ნაბიჯების შემდეგ, ეს შეთანხმება შეაჩერა ამერიკულმა მხარემ. იმედია, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის ნორმალიზება მოხდება და შეთანხმებაც აღდგება. ეს როდესაც მოხდება, უკვე ადვილი წარმოსადგენი, ამ პატარა რეგიონს, სამხრეთ კავკასიას რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკა, რომ მისი ორი ქვეყანა ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი იქნება. აქვე იმედი მინდა გავუცრუო ჩვენი ხელისუფლების პროპაგანდისტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტრაპი ენის მოჩლექით დაიწყებს პუტინთან ლაპარაკს, ბევრ საკითხში თავისას გაატანინებს და რუსეთს ამ საქმეში ჩინეთიც დაეხმარებაო. რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ყველა პროექტი ან უშუალოდ რუსეთის ან რუსეთისა და მისი სტრატეგიუული პარტნიორის, ჩინეთის წინააღმდეგ არის მიმართული, მათი ეკონომიკისა და ჯამში, სამხედრო ძლიერების შესასუსტებლად. ტრამპი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთს რაც შეიძლება მეტი კოზირი გაუჭრას, თუ ასეთები საერთოდ გააჩნია, ვიდრე უკრაინაში ომის საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყება.
–ირანი ატომური ბომბის შექმნის ზღვარზეა და შესაძლოა, მალე ისრაელმა დაბომბოს თეირანის სამხედრო ობიექტები.გამორიცხული არ არის, არც ამერიკა ჩამორჩეს თეირანს. ჩვენ შარში ხომ არ გავეხვევით? ამერიკა ხომ არ ეცდება საქართველოს რაიმე მხრივ გამოყენებას?
– ამერიკა არ დაუშვებს, რომ ატომური ბომბის პროექტი ბოლომდე მიიყვანოს ირანმა. კი, რეალურია, რომ ისრაელმა საჰაერო იერიში განახორციელოს ირანზე და ეს არაერთხელ გაუკეთებია. ამერიკა თუ ჩაერია ამ საქმეში, საქართველოს არ გამოიყენებს პლაცდარმად. მას აქვს ბერკეტები, მოახდინოს ირანის ბლოკირება, რომ ვერ შესძლოს ბურთვული პროგრამის აღსრულება. თუმცა, ამერიკა ეცდება, რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო თანამშროლობის ფარგლებში, კავკასია და საქართველო აღარ იქნეს გამოყენებული. ტრამპი დაიწყებს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დათბობასაც. საამისოდ ამერიკას ახლა კარგი შანსი აქვს. რუსებმა აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოაგდეს გრიზნოში და დაიღუპნენ ადამიანები. მერე, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, მომხდარის გაყალბება დაიწყეს, აზერბაიჯანისთვის სურდათ ამის გადაბრალება. აზერბაიჯანმა საპასუხოდ უვიზო მიმოსვლა შეუწყვიტა რუსეთს. ამ შანსს ამერიკელები ხელიდან არ გაუშვებენ.
ტრამპმა შეიმუშავა ამერიკის „გეოპოლიტიკური კოდი“. ეს სპეციალური ტერმინია, რომელიც მოიცავს 3 დონეს–გლობალურს, რეგიონულ და ლოკალურს. ლოკალური დონეა პან–ამერიკულ სივრცეზე კონტროლის გამკაცრება, რეგიონული დონეა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, სპარსეთთის ყურეში, ცენტრალურ აზიაში გავლენების გაზრდა და გლობალური დონეა სტრარეგიული კოსმოსური რბოლა, მთვარის ათვისება და ამ საქმეში ჩინეთისა და რუსეთის გადასწრება.
– ბატონო ვახტანგ, რუსეთ–უკრაინის ომის შეწყვეტის პერსპექტივით დავიწყეთ საუბარი და ამავე თემით დავასრულოთ. რა მოლოდინები გაქვთ?
– ამ ომის შეწყვეტა დონალდ ტრამპისთვის პრესტიჟის საქმეა. დონალდ ტრამპის ინიციატივა, შეწყვიტოს ეს ომი, მახსენებს „კემპ დევიდის“ შეთანხმებას, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა მოახერხა და 1978 წელს, კემპ დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში, ისრაელსა და ეგვიპტეს სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმებინა. ხელმომწერებმა, ისრაელის პრემიერმა, მეჰან ბეგინმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა, ანვარ სადათმა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიუღეს 1979 წელს. ჯიმი კარტერმა მოგვიანებით, 2002 წელს მიიღო ნობელის პრემია, თუმცა, კემპ–დევიდის შეთანხმებისთვის. რა ვიცი, გვიან გაახსებდა მისი ღვაწლი ამ ისტორიულ შეთანხმებაში ნობელის პრემიის კომიტეტს. სხვათაშორის, მინდა აღვნიშნო, რომ ჯიმი კარტერი ამერიკის პრეზიდენტებს შორის ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი, საყვარელი პრეზიდენტია და გული დამწყვიტა მისმა სიკვდილმა. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ვფიქრობ, ტრამპი ემზადება, მოაწყოს „კემპ დევიდი–2“, შეწყვიტოს რუსეთ–უკრაინის ომი, დააზავოს მხარეები და ეს მისთვის ისეთივე ტრიუმფი იქნება, რაც ჯიმი კარტერისთვის კემპ–დევიდის სამშვიდობო შეთანხმება იყო. თუმცა, აქაც რთულად არის საქმე. უკრაინამ კურსკი დაიკავა, რუსეთი ითხოვს ოთხ ოკუპირებულ ტერიტორიას–დონეცკს, ლუგანსკს, ხერსონს და ზაპოროჟიეს, რომელთაგან ბოლომდე ვერც ერთს ვერ აკონტროლებს. აქ შეიძლება ტერიტორიების გაცვლაც მოხდეს, დავუშვათ, კურსკი ზაპოროჟიეს ნაცვლად. ასევე, ითხოვს, უკრაინამ უარი თქვას ნატო–ში შესვლაზე და გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი. პუტინმა ასევე წამოაყენა ყირიმის თემაც, ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში უნდა დარჩესო.
–ამერიკის კონგრესმა 2014 წელს მიიღო დადგენილება, რომ ყირიმი უკრაინის განუყოფელი ნაწილია.
–ტრაპს რომც სურდეს, ყირიმი რუსეთს დარჩეს, კონგრესის ამ გადაწყვეტილებას ვერ გადაახტება. თუმცა, ამის სურვილი არ აქვს. პუტინს ბევრი და უკრაინისთვის არასახარბიელო მოთხოვნები აქვს, მაგრამ სხვა გზაც არ დარჩენია. პუტინი თავისი გარემოცვის მძევალია. სწორედ იმ დიფ სტეიტის მძევალია, რომელზეც ამდენს ლაპარაკობს ჩვენი ხელისუფლება ევროპასთან და ამერიკასთან მიმართებაში. დიფ სტეიტი თქვენ რუსეთში უნდა ნახოთ, იქ არის სახელმწიფო სახელმწიფოში და პუტინი თუ მათ დაკვეთას არ შეასრულებს, ხელისუფლებას ჩამოაცილებენ და შეიძლება მოკლან კიდეც. დიფ სტეიტის უმთავრესი ნიშანია „შავი ეკონომიკა“. რუსეთის ეკონომიკა შედგენს 2 ტრილიონ დოლარს, ხოლო „შავ ეკონომიკაში“ 10 ტრილიონი დოლარი ტრიალებს, ხუთჯერ მეტი. რუსეთს აქვს „შავი სავაჭრო ფლოტი“, რომელიც სავაჭრო ოპერაციებს ანხორციელებს და ფული ბიუჯეტში არ შედის. რუსეთში არის კერძო სამხედრი კომპანიები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს არ ემორჩილებიან. ასევე, იარაღით მოვაჭრე, ხელისუფლებისგან ხელშეუხებელი კომპანიები. კიდევ მრავალი ასეთი სახელმწიფო უწყების პარალელური კერძო კომპანია არსებობს რუსეთში. „ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო“, ამაზეა ნათქვამი. რაღა ამერიკისკენ და ევროპისკენ იშვერენ ხელს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. რუსეთში არის კლასიკური დიფ სტეიტი და ის მოიყვანონ მაგალითად.
ვფიქრობ, უკრაინა რუსეთის პირობებს არ დათანხმდება და საუკეთესო შემთხვევაში, ამ ეტაპზე მხარეები მიაღწევენ დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. თუმცა, მოლაპარაკებები გაგრძელდება და იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოოდ ეს ომიც დასრულდება და არა ისეთი პირობებით, როგორც ეს პუტინს აწყობს. მე მგონი, ტრაპის ტრიუმფი და „კემპ–დევიდი–2“ გადაიდება სამომავლოდ.
კომენტარები