სოციალურ ქსელში ვრცელდება იმ წერილის ფოტო, რომელიც განათლების სამინისტროს გაუგზავნეს:
“გამარჯობა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ვსწავლობ ნავიგაციის (გემთწამყვანის) ფაკულტეტზე.
მეორე სასწავლო წელია, რაც მეზღვაურობას დისტანციურ რეჟიმში ვსწავლობ.
ჩემი მიზანია კრუიზულ გემზე მოხვედრა.
იმედია, თქვენ და მთელ ჯგუფს ამ გემზე მოგიწევთ დასვენება და მერე ნახეთ თქვენ ტიტანიკი.
წარმატებებს გისურვებთ.”
რასაკვირველია, წერილის ავთენტურობის შესახებ “ალია” ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, ძალიან ბევრი სტუდენტი წერს უკვე მსგავსს, მიუხედავად მომავალი პროფესიისა.
კომენტარები