საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე:
არა ძალადობას
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
ჩემი პოსტის დადებიდან 24 საათში რა მოხდა:
26-მა საინფორმაციო სააგენტომ (ეს, რაც ვნახე, ალბათ, მეტია) გააშუქა ჩემზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველო:
გაცნობებთ, რომ 2022 წლის 12 ივლისს მომხდარი ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის NXXXXXXXX საქმის გამოძიების ფარგლებში ცნობილი ხართ დაზარალებულად – სისხლის სამართლის კოდექსის XXX-ე მუხლის პირველი და XXX-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საინფორმაციო სააგენტოს, ჟურნალისტს, მოქალაქეს ჩემი მხარდაჭერისთვის!
ჩემთვის ამ პოსტის და სურათის დადება იყო დიდი სტრესი. ათასობით ადამიანი მთელი მსოფლიოდან (პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით) დამიკავშირდა და მხარდაჭერა გამოხატა. ასევე, უნდა ვაღიარო, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს მიადგა რეპუტაციული ზარალი. ეს იყო მიზეზი, თუ რატომ არ ვასაჯაროებდი 5 თვის განმავლობაში ამ ამბავს. იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კანონისა და სამართლის ფარგლებში დასრულდებოდა. რეპუტაციის გამოსწორება რთული იქნება, მაგრამ – შესაძლებელი.
იმედია, არ მომიწევს დამატებითი საზარელი სურათებისა და ვიდეოების გასაჯაროება და ყველაფერი სასამართლოს დარბაზში დასრულდება.
არა ძალადობას
ქვემოთ იხილეთ 26 საინფორმაციო სააგენტოს სტატია, რომელმაც გააშუქა ჩემზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი 24 საათში.
კომენტარები