ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგეს, მაია ზალდასტანიშვილს პირველადი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის კლინიკაში, იზოლაციაში რჩება და საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს, რის შემდეგაც კლინიკას დატოვებს.
„ახლა ვაწესრიგებ მორიგე პერსონალს, რომ განყოფილება არ დავტოვოთ მორიგე ექიმების გარეშე და რაღაცნაირად შევადგინე სია და ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმედია, ექიმები გვეყოლება“, – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 143 376 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 121 621-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 342 მოქალაქე.
კომენტარები