ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა:
“თავიდანვე ვამბობ – შესაძლებელია, არ არის ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ იმდენად აღმაშფოთა ამის თეორიულმა დაშვებამაც კი, რომ გადაწყვიტე დამეწერა და დამესვა აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა.
ამბავი ეხება ხვალინდელ დღეს და საქართველოს ერთერთ ყველაზე დაუძინებელ მტერს, რომელიც თავისი ბოღმით, ღვარძლით, ზიზღითა და საქართველოს წინააღმდეგ, წლობის განმავლობაში წარმოებული პროპაგანდით, გამორჩეულია საქართველოს “რჩეულ” მტერთა შორის.
დუგინი.
ბევრისთვის ეს გვარი ძალიან ნაცნობია მისი მტრული რიტორიკით და 2008 წელს გაჟღერებული მოწოდებით – Танки на Тбилиси!
აღარ გავყვები მისი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის და საქმიანობის ანალიზს, უბრალოდ ვიტყვი, რომ ზემოთხსენებული ინფორმაციის თანახმად, დუგინი ხვალ თბილისში გამოჩნდება ახალი პარტიის პრეზენტაციაზე.
გავრილოვი, პოზნერი, ლეშენკო, სკაბეევა, იუზვენკო – ეს გვარები მხოლოდ ხურდაა დუგინთან შედარებით.
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას – გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია და თუ მართლა აპირებს საქართველოს ეს მტერი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას, არ შემოუშვათ.
წინააღმდეგ შემთხვევაში მოგაკითხავთ თქვენ.
დუგინსაც, რა თქმა უნდა.
ნებისმიერ ნეგატიურ შედეგზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ, ე.წ. საქართველოს მთავრობა ს.
იმედს ვიტოვებ, რომ ეს ინფო არ დადასტურდება.”
განახლება:
მოგვიანებით, დავით ქაცარავამ დაწერა:
“დუგინი არ ჩამოდის და ვერც ვერასოდეს ჩამოვაო.
დიდი მადლობა.”
კომენტარები