ფოთის საკრებულოს დეპუტატი “ენმ”–დან, ლაშა რუხაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ფოტოებს ავრცელებდა, და აფრთხილებდა ფოთის მერიას, რომ გზის რეაბილიტაცია ხდება არასწორად და სავარაუდოდ საქმე გვაქვს კორუფციასთან, ახალ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
“რამდენიმე დღის წინ დავდე ინფორმაცია, რომ მოგებული კომპანია ქალაქ ფოთში უხარისხოდ აკეთებდა ფალიაშვილის ქუჩაზე ბეტონის საფარს, სადაც არ იყენებდა რკინის მასალას, ერთი კვირის შემდეგ ვხედავთ ფაქტს. არანაირი რეაგირება არ გააკეთა ადგილობრივმა მთავრობამ თუნდაც დაებარებინათ კომპანიის ხელმძღვანელები და მოეთხოვათ პასუხი, თუ რატომ არ იყენებენ რკინის მასალას.
დღეს, ჩემო ფოთელებო ხედავთ ფაქტს რომ უკვე დაზიანდა ეს საფარი რაც გააკეთეს.
მე ხომ თქვენ არ გლანძღავთ, პასუხი მოთხოვეთ კომპანიას დროულად, რაც თქვენი ვალდებულებაა რასაც ვერ ხედავთ იმას მე გეტყვით.
იმედია, ფოთის მერია ამ საშინელი გზის რეაბილიტაციას არ ჩაიბარებს, სანამ ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება.”
კომენტარები