თავი უნდა შევიკავოთ მოგზაურობისგან. იმედია, ყველა ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას და მერე ერთად ვიმოგზაუროთ – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას მომატებული რისკის გამო მოერიდონ საზღვარგარეთ მოგზაურობას.
“სიტუაცია ევროპაში და მსოფლიოში უარესდება, ამიტომ ზედმეტი სიფრთხილე გვჭირდება. ჩვენ მოქლაქეებს მოვუწოდებთ, თავი შევიკავოთ საერთაშორისო მგზავრობისგან. პირველ რიგში მაღალდასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობისგან, როგორი არის მაგალითად იტალია..სხვათაშორის მეც ძალიან მომწონს იტალია, ყოველთვის მომწონს იქ ყოფნა.. ასევე გერმანია, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით მშობლიურია, ასევე საფრანგეთი, შვეიცარია… მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ მოგზაურობისგან. იმედია, ყველა ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას და მერე ერთად ვიმოგზაუროთ” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები