სამოქალაქო აქტივისტი, დავით მანგოშვილი, დავით კეზერაშვილი წერილს პასუხობს და წერს:
“მოკლედ მინდა გამოვეხმაურო დავით კეზერაშვილის განცხადებას: ჩემო დათო, მე ვარ ერთობის მომხრე და დარწმუნებული ვარ ძალა ერთობაშია! ძალიან გამახარა თქვენმა განაცხადმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
თხოვნა მაქვს ასეთი: გადადეთ ყველამ პირადი წყენები მიშას მიმართ და გადადგით ნაბიჯები შერიგებისკენ. რამე თუ ეს არის ერთ ერთი ყველაზე დიდი კომპონენტი საქართველოს ხსნაში. დღეს იმ სიტუაციაში ვართ, რომ ყველამ ერმაც და ბერმაც ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ… რა თქმა უნდა ფინანსები დიდ როლს თამაშობს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ხალხი, რომლის გარეშე არაფერი არ გამოვა.
გულმხურვალე პატრიოტებს ფულით ვერავინ იყიდის. დღეს ამ კატეგორიის უდიდესი უმრავლესობა მიშას უჭერს მხარს. მიშას ყავს უღალატო უმრავლესობა მხარდამჭერი, ვისაც უყვარს სამშობლო, ვინც ცდილობს ქვეყანა ამ ჯურღმულიდან გამოიყვანოს ეს ფაქტორი ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს და არ უნდა ეცადოს პირველობას, რაც ყოველთვის ყველაზე დამაზიანებელია ერთობისთვის…
რაც შეეხება ტვ ფორმულას: ყველამ კარგად ვიცით, თუ რა დიდ როლს თამაშობს ტელევიზია. იმედია, როდესმე გააშუქებს ფორმულა, ჩვენს უწყვეტ აქციას, რომელიც204-ე დღეა იმართება პარლამენტთან. დარწმუნებული ვარ, ტელევიზიებს რომ გავეშუქებინეთ, დიდი ტალღა იქნებოდა აგორებული… იმედია თქვენს განცხადებას მოყვება ქმედითი ნაბიჯები. ”ძალა ერთობაშია”.”ვინც მოყვარესა არ ეძებს,იგი თავისა მტერია”…
კომენტარები