ხალხის ძალის წევრი, დავით ქართველიშვილი:
“სწავლის საფასურის დავალიანობის გამო, 30 000 სტატუს-შეჩერებულ სტუდენტს, ხელისუფლება ჩამოუწერს ამ ფულად ვალდებულებას და ამით, 40 მილიონი ლარის საჩუქარს გაუკეთებს ახალგაზრდებს და მისცემს მათ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.
იმედია, სექტანტები ვერ დააბრალებენ ხელისუფლებას, რომ ეს 30 000 სტუდენტი მათი ახლობლები, ნათესავები და ნათლულები არიან – რომელთა სწავლის საფასურზე “იგივე” საბიუჯეტო თანხები გამოიყოფა, როგორც ამას სააკაშვილის საპრეზიდენტო ფონდი ახმარდა საკუთარი შვილების, მეგობრების, ლაქიებისა და ფროილინების შვილების უცხოეთში სწავლების სრული კურსის დასაფარად.”
კომენტარები