ექიმი, ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი:
“ბოლო დღეებში ჯანდაცვის მინისტრის განცხადებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალზე მისასალმებელია (იხილეთ ლინკი ქვემოთ). აბსოლუტურად ჯანსაღი ხედვაა დაფიქსირებული, რომ ვაქცინაცია მიმართული უნდა იყოს მიზნობრივ ჯგუფებზე (ასაკოვნები, ქრონიკული თანმხლები დაავადებების მქონენი, იმუნიტეტ-დაქვეითებულნი) და რაც მთავარია არ უნდა იყოს მანდატორული.
სწორედ ეს პრინციპები გავაჟღერეთ ერთი კვირის წინ ჩვენს პოსტებში (დეტალური ანალიზისთვის იხილეთ ჩვენი ფეისბუქ-პოსტი: „როგორ ვხედავთ ვითარებიდან ოპტიმალურ გამოსავალს“). კარგია, როდესაც სახელმწიფო უსმენს ხალხს და არ უპირისპირდება მას. ხალხს უნდა შევთავაზოთ არა ძალადობა და საბჭოთა პროპაგანდა, არამედ ნებაყოფილობითი, თარგეთირებული ვაქცინაცია, სრული და დეტალური ინფორმირებული თანხმობის პირობებში. იმედია, რომ ეს განცხადება არის გააზრებული პოლიტიკის ნაწილი და უახლოეს ხანებში შეწყდება ზეწოლა სტუდენტებზე, პედაგოგებზე, სახელმწიფო უწყების მოხელეებზე და მთლიანად ჩვენს საზოგადოებაზე.”
გიორგი კანდელაკი წერილის ბოლოს ავრცელებს ლინკს, სადაც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს:
“დავაკვირდით, რომელი ჯგუფი ავადდება ყველაზე მეტად და ასევე, რომელი ჯგუფის ჰოსპიტალიზაცია ხდება ყველაზე მეტად, და ჰოსპიტალიზებულთა შორის გამოიკვეთა ის ასაკობრივი გრადაცია და ასაკობრივი პირამიდა, რომელიც ჩვენ უკვე რამდენჯერმე განვმარტეთ – ეს არის 60 წელს ზემოთ მოქალაქეები და, რა თქმა უნდა, მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არა მასობრივი ვაქცინაცია, არამედ, მიზნობრივი ვაქცინაცია იმისთვის, რომ მოხდეს როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე, ლეტალობის შემცირება”
კომენტარები