ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასულიერო პირებს უკანონოდ აქვთ თავისუფლება აღკვეთილი.
“ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციით დავრწმუნდით, რომ საქართველოს საეკლესიო ხელისუფლებას ჰყავს კრიმინალური ბანდა, რომელსაც ძალაუფლება ჰყავს მიტაცებული და უსამართლოდ, უკანონოდ, ძალმომრეობით მართავს ეკლესიას.
ვნახეთ თავზე ლაფდასხმული პოლიცია. მამებს უკანონოდ აქვთ თავისუფლება აღკვეთილი და იმედია, ციანიდის ჩადებას არ აპირებენ. უკანონოდ და ძალმომრეობით გამოაგდეს ისინი ეკლესიიდან. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, როგორც 70-იან წლებში თითქოს პატრიარქმა სუდარა გადაფარებული ეკლესია ჩაიბარა და სასწაულად აღადგინა, სწორედ დღევანდელი საქციელი ეს არის საქართველოს მართლმადიდებელი ჭეშმარიტი ეკლესიისთვის სუდარის გადაფარების მცდელობა. სადაც უსამართლობა, უკანონობა და სიყალბეა, იქ არ არის ქრისტე“
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა 10-მდე სასულიერო პირი სამუდამოდ განკვეთა სამონაზვნო და სასულიერო დასიდან.
კომენტარები