მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც ამ წუთებში ღონისძიებას “გააგონე შენი ხმა ევროპას” ესწრება, ამბობს:
კულტურა უდიდეს ბენეფიტს ნახავს ევროკავშირთან გაერთიანებაში, იმიტომ, რომ პირველ რიგში, უფრო მეტი დაფინანსებაც წამოვა, მეტი ორკესტრი გვეყოლება, სიტყვაზე რომ ვთქვათ, მეტი თეატრალური დასი გვეყოლება, მომღერლებს იქიდან თუ ქედან შეეძლებათ, რომ გავცვალოთ ურთიერთობები, თეატრმა უფრო დადგას ისეთი საინტერეოს დადგმები, როგორიც ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ იდგმება. ჩვენი კულტურის მინისტრი არ აკეთებს საქმეს ისე, როგორც ეს აუცილებლად უნდა კეთდებოდეს და იმედია, რომ ევროკავშირში შესვლით და მაგ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმით ქალბატონი წულუკიანიც გადავა თავისთვის შესაფერის სფეროში და ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ჩავვარდებით.
კომენტარები