პარლამენტარი, რომან გოცირიძე, ლევან სურგულაძეს ეხმაურება და წერს:
“იმედის” მოსყიდულმა ექსპერტმა, ვინმე ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომ რომან გოცირიძის დროს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 1,1 მილიარდი დოლარი იყო, ახლა კი შეხედეთ, 4 მილიარდი დოლარიაო.
ჯერ ერთი, მაშინ, ოქტომბრის თვეში რეზერვები 1,5 მილიარდი დოლარი იყო და ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი მშპ-სთან, იმპორტის მოცულობასთან და საგარეო ვალის ოდენოსთან მიმართებით, რითაც ხდება რეზერვების ადეკვატურობის შეფასება.სწორედაც რომ 2007 წელს, რეზერვები წინა წელთან შედარებით გაორმაგდა, მაშინ როდესაც “ქართული ოცნების” თორმეტწლიანი მმართველობის პერიოდში რეზერვები არასდროს გაორმაგებულა და “ფიტჩის” შეფასებით მისი ოდენობა ადეკვატურობის ზღვარს ჩამოსცდა.
“იმედის” ასლარა “ექსპერტებისგან” რა უნდა გაგიკვირდეს.
კომენტარები