ჟურნალისტი, მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“არ ვარ დარწმუნებული, რომ ტელეკომპანია იმედი ამას იტყვის – წუხელ მათ ოპერატორს შუბლი გაუსკდა, ძირს აფორთხიალა წყლის ჭავლმა.
ოპერატორმა დაკარგა კამერა (ძაალიან ძვირადღირებული) და ასე ნახევარი საათის შემდეგ, იმ არეულობაში ძლივს ვიპოვნე ის ბიჭი და კამერა უკან დავუბრუნე.
ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენ, ძალიან მომნატრებია ჩემი ძველი პროფესია
პ.ს. ყველა ტელეკომანიის, ყველა გადამღები ჯგუფი თავიდან ბოლომდე სველი გახლდათ, ზუსტად განათებაზე უშვებდნენ ჭავლს.
კამერით დგომამაც ვერ მიშველა, კაი ჩანჩქერი გადაგვატარეს.”
კომენტარები