ჟურნალისტი ვახო სანაია ფეისბუქზე:
ამასობაში ,,იმედმა” თავისი კიდევ ერთი ,,ჟურნალისტი” მოსპო სამარადჟამოდ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ფოტოები ამოუბეჭდეს, ქუჩებში არბენინეს და გამვლელებს ეკითხებოდა, ესენი თუ გეცნობათო.
ფოტოებით მორბენალი – რა დროც არ უნდა გავიდეს, მთელი ცხოვრება სულ სავიზიტო ბარათად გაჰყვება ეს სიუჟეტი. ეგონა, არასამთავრობოებს ებრძოდა და თავად კი ჩავარდა ორმოში – პარტიის ერთჯერადი გამოყენების საგნად იქცა. ,,ქართულ ოცნებას” სულ ფეხებზე ჰკიდია ეს კონკრეტული ,,ჟურნალისტი”. მისი უშუალო უნიჭო ხელმძღვანელი კი სიხარულითაც ,,აფუჭებს” თანამშრომლებს სათითაოდ, რომ მარტო არ იჯდეს ნაგავში. დაე, სხვებმაც გაიზიარონ ხვედრი.
არის რაღაცები, რას სიმბოლო ხდება და დავიწყებას არ მიეცემა. მაგალითად, ჩართვა ,,გორბის” ,,კვლევაზე”. ახლა ეს ფოტოებით სირბილი.
პროფესიაში ყველაზე სუსტებსა და უნიჭოებს ხშირად სწორედ ასეთი დავალებების შესრულება ესახებათ გზის გაკვალვისა და ადგილის დამკვიდრების ერთადერთ საშუალებად. ამ კონკრეტული სიუჟეტის შემთხვევაში საქმე სწორედ ამ კატეგორიასთან გვქონდა.
არიან ცოტა უფრო გონიერებიც. დარწმუნებული ვარ, მათ თავისი უფროსი ეზიზღებათ. ამ ეტაპზე ამას არ შეიმჩნევენ და უფრო ღრმად ჩაეფლობიან. უფრო მეტიც, თავს ისე მოაჩვენებენ გარშემო, თითქოს მხნედ არიან და ამაყობენ კიდეც მათი საქმიანობით, მაგრამ გულის სიღრმეში ხომ კარგად იციან ან ცოტა მერე მიხვდებიან, რაც დამართეს.
ზუსტად მაშინ, როცა ეს საცოდაობა სიუჟეტი ეთერში გადიოდა ან ფეისბუქზე იტვირთებოდა, იმ ,,ჟურნალისტის” პროფესიული მომავალი ისპობოდა, მისი უნიჭო უფროსი კი პარტიიდან, დიდი-დიდი, მესიჯს მიიღებდა, რა მაგარი სიუჟეტი იყოო. კი, კი, მგონი მართლა კაი გამოვიდაო, – აქედან უპასუხებდა.
ეგ წყალწაღებულია. თქვენ სად ჯანდაბაში მიჰყვებით ?!
გულწრფელად ვუსურვებ მანდ ადამიანებს ინდივიადუალურ გადარჩენას – ვინც ამ საზიზღრობას ენთუზიაზმით არ ეგებება და ცდილობს, ინვენტარს ან თანამშრომლის ზურგს მაინც ამოეფაროს თათბირებზე პარტიული დავალებების განაწილების დროს.
ჯვარი გწერიათ.
აბა, ვინ იქნება შემდეგი, ვისაც თავისივე არხი მოუღებს ბოლოს პროფესიულად…”
კომენტარები