მწერალი, ლუკა ბაქანიძე, გვერდზე, Lukrecio Bakanidze, წერს:
“სამუშაო მაგიდაზე მიდევს ხელოვნური ია უბრალო ჭიქაში. გუშინ სტუმარი მყავდა და დამცინასავით – ხელოვნური რა პონტია, ნაღდი ყვავილი ჩადეო. მეთქი ეს მირჩევნია. რატომო და დავიკიდე, აღარ ვუხსენი…
კაი ხნის წინ იყო დაბლა უბანში მაღაზია. ახლა გესთჰაუსია, ლილი ქვია, თუ ლილია, და ჯერ არაბები იჯდნენ შიგ, ახლა რუსები ზიან. ადრე კიდევ მაღაზია იყო და გამყიდველი იჯდა, ბებერი ქალი. ჩემი ნისიის რვეული ცალკე ედო, უამრავი ვალი მქონდა. ჩავიდოდი, გავუღიმებდი – ხომ იცი შენზე რომანს ვწერ! უხაროდა ბავშვივით, წიგნში მოვხვდებიო. ვატყუებდი არადა. და მაგ პონტში მაძლევდა ნისიად ყველაფერს. ერთი სამი წელი ვატყუე ეგრე. ვფიქრობდი მოვაქუჩებ ფულს და მივცემ, და ბოდიშს მოვუხდი – რომანი გაიმაზა, ვეტყვი. მეკიდა მოკლედ ვითარება.
ერთხელაც ჩავედი და აღარ ზის. ვიღაც კაცი დამხვდა და მაღაზიას ანგრევენო. სასტუმრო კეთდებაო აქა. ეს გამყიდველი კიდე გადაუყვანიათ მოხუცთა სახლში თუ რაც ქვია. ოქეი მოკლედ. წავიდა-წავიდა. რა ვქნა. ფულს ავიღებ, პრემიას მოვიგებ და გადავუხდი. გავიდა ცოტა ხანი და მობზე რეკავს – მე ვარო, ლუკა. მანდ რა კაი იყოვო. აქ ვერ ვარო. ვწევარო სულ. ვეღარ დავდივარო. რა მაგარია ჩემზე რო წიგნს წერ, ხო მალე მორჩებიო. და შემრცხვა მაგრად. მეთქი კი, მოვრჩები მალე.
გავიდა რამდენიმე ხანი და ქუჩაში მხვდება ის ვიღაც კაცი. ვეკითხები – როგორაა და კვდებაო, მეუნება. შვილი ყოფილა ესა. ამოვედი სახლში და დავიწყე წერა. მაგ ქალზე, ჩვენზე, ვაბშე, ჩვენ ამბებზე დავიწყე წერა. ხანდახან რეკავს, ხმა სულ უფრო და უფრო სუსტი აქვს, ხო წერო ჩემზე. კი, კი, ვწერ მევიყო. ვწერ – ვეუნები. თან ყელში მაჭერს ბურთი. ვორდიდან თავი არ ამიღია, ნახევარ თვეში დავწერე მართლა ვეში, ეს წიგნად ვერ მიუსწრებდა და ამოვბეჭდე ფურცლებად, გადავურეკე, – სად მივიდე, სად ვნახო, გავიგო. გარდაცვლილა უკვე.
მეხდაცემულივით ვიარე ორიოდ კვირა. მერმე მოვუყარე თავი ფულს, ზოგი გავყიდე, ზოგი ვისესხე, ზოგი მოვიგე, მოვაგროვე და დავურეკე მაგის შვილს. შევხვდი აქა, ფუნიკულიორთან. მივეცი კონვერტი ფულით – ვალი მქონდა დედაშენის. ვიციო, მეუნება. სულ შენ გახსენებდაო. წიგნებს რო წერ, ხო შენა ხარო. ეგონა მართლა წერდი წიგნს მაგაზეო. აგერ ეს დაგიტოვაო და მაწვდის ამას, ხელოვნურ ყვავილს. დახლზე ედო ხოლმე და სულ ვაქებდი – ვა ეს რა მაგარი ყვავილები გაქვს, ნაღდს გავს, ვერ გაარჩევ. არადა გულში ვფიქრობდი ეს რა სირობაა, ყველას და ყველაფერი ხელოვნურის დედაც. ხოდა მაძლევს ამ ყვავილს, ლუკას უყვარდაო და მიეციო, უთქვამს. აი, იმენა ბავშვივით ავტირდი შუა ქუჩაში, გამოვაყლევე ეს კაციც და ვიღაცა ტურისტებიც.
ამ ქალზე დაწერილი მოთხრობა დღეს ჩემს ახალ კრებულშია შეტანილი. ავასრულე სიტყვა. გვიან მაგრამ მაინც. ეს ხელოვნური ია კი სულ გვერდით მიდევს და ბოზიშვილივიყო ოდესმე თუ ჩაენაცვლოს რაიმე სხვა ყვავილი, რამეთუ ამაზე ნაღდი და ნამდვილი ვერ იქნება ვერცერთი… სენტიმენტებიზა სორი ფრენდნო. მეთქი ბარემ ვთქვა, რავი.”
კომენტარები