გიორგი კირთაძის ნაცმოძრაობიდან წასვლას ასე ეხმაურება ეკა ხერხეულიძე:
,, დღეს შენ ბევრ შეტყობინებას მიიღებ-“გიო,გვიყვარხარ” ეს არ იქნება საკმარისი.
ბრძოლაში საიმედო ადამიანის გაფრთხილება,ბრძოლის ნაწილია.
მეც შემეძლო მომეწერა,მადლობა გადამეხადა,მაგრამ როგორ,რა სინდისით…
მახსოვს ბევრი წლების წინ როგორ გიპოვე გულანთებული უშიშარი ბიჭი,რამდენი გადაიტანე და რა სიყვარული მოიპოვე ხალხში.
ისიც მახსოვს,უსახსრობის გამო საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას რომ აპირებდი და გთხოვე-დარჩი,ამ უთანასწორო ბრძოლაში ძალიან გვჭირდებითქო..
დარჩი და ყველაზე პრეტენზიული ქალაქი მოიგე.
საჯარო მადლობას გიხდი იმისთვის,რომ სხვებიც დაფიქრდნენ-განა რამხელა სიყვარული და სანდოობა უნდა არსებობდეს პიროვნების მიმართ,რომ რეპრესიული მანქანის გაყალბებას სიყვარულმა სძლიოს?! თან,სად? იქ,სადაც დეპუტატი მოგვიკლეს მხოლოდ იმიტომ,რომ ვერ გადაიბირეს..
ბათუმი ყველაზე პრეტენზიული ქალაქია პოლიტგემოვნების თვალსაზრისით.იქ ურთიერთობებია მთავარი მსაზღვრელი და ოპოზიციაში მყოფმა კანდიდატმა ეს ბრძოლა მოიგო.
იმის გამო,რომ მეტი გონიერება ვერ გამოვიჩინეთ,დღეს ეს ოქროს ბიჭი ენმ დან გავიდა,თავის უღალატო გუნდთან ერთად.
მადლობა ყველაფრისთვის,გიო.წინ დიდი ბრძოლაა და ჩვენ უფლება არ გვაქვს შენნაირ გამორჩეულ მებრძოლებს დავშორდეთ.
პატივს ვცემ შენს გაუტეხელ ბრძოლას და მიყვარხარ,როგორც საიმედო მეგობარი”
გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა ენმ დატოვეს
კომენტარები