ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ვიღაცეები წერენ, ჩვენთან კორონას შემთხვევა ცოტა იმიტომაა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით (თუნდაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით) ცოტა ტესტია გაკეთებული და სინამდვილეში არც ჩვენთანაა ნაკლებიო.
კაი, დავუშვათ დაინფიცირებულთა რაოდეობა ორმაგია , ან სამმაგი. საავადმყოფოში მოთავსებული ხალხის სტატისტიკას რას უშვებით? პნევმონიანების სტატისტიკას რას უშვებით? გარდაცვალების სტატისტიკას რას უშვებით? თუ იმის თქმა გინდათ, რომ ჩვენ კორონაგამძლე ერი გამოვდექით და კორონას გამო პნევმონია ერთეულებს ემართებათ და სიკვდილით კი ლამის საერთოდ ვერ გვკლავს? ან იქნებ, ხალხი პნევმონიას არ იმჩნევს და მალავს?
ხომ ხვდებით, რომ მეტი გავრცლება რომ იყოს, საავადმყოფოშიც მეტი ხალხი უნდა იყოს?
მარტივად რომ ვთქვათ, შუბი ხალათში ვერ დაიმალება.
ამიტომ ჯერ იფიქრეთ და მერე ილაპრაკეთ.
თეორიულად, რა თქმა უნდა, ყოველთვისაა შანსი, რომ ქვეყანაში იმაზე მეტი დაავადებული იყოს, ვიდრე აღრიცხულია, მაგრამ ეს ასეა სხვა დაავადებების შემთხვევაშიც და ასეა იმ ქვეყნებშიც, სადაც ჩვენზე მეტი ყავთ ტესტირებული, რადგან ყველას ვერასოდეს გამოავლენ, მაგრამ ასეთი ავადმყოფების რაოდენობა პროცენტულად ჩვენთან უფრო მეტი რომ იყო, ვიდრე სხვაგან, მაშინ საავადმყოფოში სიცხიანების და პნევმონიანების რაოდნეობაც მეტი უნდა იყოს.“
კომენტარები