ჟურნალისტი, ირაკლი წულაია “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, ამბობს:
“2007 წლის 31 ოქტომბერს დამაპატიმრეს, სანამ მიტინგი იქნებოდა, დიღმის კაპეზეში ვიჯექით და გაასუფთავეს კაპეზე, გადაგვიყვანეს ზოგი სად და ზოგი სად, რომ ქართველი ხალხი, რომელსაც პროტესტი ჰქონდა, დაეკავებიათ… იმ ადამიანებს როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ, მაგრამ ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ერთი მოვიშორეთ, ესენი მოვიყვანეთ და ახლა გაზულუქდნენ,. კაბინეტებში წამოსხდნენ და ჩვენ შვილებს მომავალს უსპობდნენ, მაგისთვის საერთოდ არ გვიბრძოლია რომ იგივე მოიტანოს დღვანდელმა ხელისუფლებამ. შეიძლება ეს ბოროტება იმ ბოროტების ტოლფასი არ არის, მაგრამ ჩვენ იმას აღარ ვადარებთ, ის ჩვენ დამღასავითა გვაქვს… ჩვენ ქვეყანას მიხედეთ, 3 მილიონი კაცია სულ ამ ქვეყანაში და ვერ მოგივლიათ, ფეხზე ვერ დაგიყენებიათ… რისი პრეტენზია გაქვთ… საზოგადოებამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, აღარ არის ის დრო, რომ ან ერთ ლიდერს ვენდოთ, ან მეორეს, დღეს არის დაბალანსების დროს, არც ოცნებას მივცეთ პოლიტიკური ძალაუფლება, არც ნაცებს, დავაბალანსოთ, რომ ქვეყანამ ცოტა წინ წაიწიოს, ამ ბალანს უნდა დავუჭიროთ მხარი და ვაკონტროლოთ.”
კომენტარები