ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე თემურ წიკლაურის საფლავზე, მომღერლის ქანდაკების დაზიანების ფაქტს ეხმაურება და წერს:
“ძალიან ბევრმა (!) ადამიანმა დამირეკა დღეს, მომწერა, მკითხა, გულისტკივილი გამოთქვა… ძალიან (!) ბევრმა…
მაინც ვერ მოვითმინე და მაინც გადავწყვიტე, ორიოდ სიტყვით დამეწერა ამ ფაქტის შესახებ.
თემოს საფლავზე მდგარი მონუმეტი დააზიანა ვიღაცამ… არწივის ხელიდან დედამიწა მოაგლიჯა, ბრინჯაო ეგონათ და იმიტომო – ამბობენ, ნახა, რომ არ იყო და იქვე მიაგდო და გაიქცაო. მოკლედ ათასი ვერსია…. ზუსტად არვიცი, რადგან პირადად არ მინახავს და არ ავსულვარ დღეს თემოს საფლავზე ჯერ…
წყევლიან, მიწაში დებენ, მოძებნას და დაჭერას მოითხოვენ, მიწასთან ასწორებენ ამის გამკეთებელს…
მე იცით რატომ ვერ გაგეცით ვერცერთს პასუხი ხალხო? და იცით რატომ ვერაფერს ვამბობ იმ საცოდავზე, ვინც ეს შეუგნებლად (მჯერა) გააკეთა?
იმიტომ, რომ თავად თემო იტყოდა – ეეგ არაფერი, შეცდა კაცი, ვინ იცის როგორ უჭირდა და ხელი წაუცდა, ამის გამო ხომ არ უნდა მოვკვეთოთ, მოდი ჩვენ დავეხმაროთო – დედას ვფიცავარ 100% მჯერა, რომ ამას იტყოდა თემო, მჯერა კი არა – ზუსტად ვიცი! იმიტომ, რომ ბევრჯერ (!) უთქვამს მას მსგავსი რამ შეცდომილ ადამიანზე.
ჰოდა, არვიცი ვინ ხარ, არვიცი რატომ წაგიცდა ხელი, არვიცი რა გაჭირვება გქონდა ასეთი, კოჯორში, თემოს საფლავზე რომ ეს ვანდალიზმი ჩაგედინა, მაგრამ თუ ამ წერილს კითხულობ – გამომეხმაურე, და თუ მართლა იმის გამო გააკეთე ეგ, რომ გიჭირდა და მართლა ძვირფასი ლითონი გეგონა…
მოდი მომძებნე, დამირეკე, არაა ჩემი პოვნა რთული და მე და თემო ერთად (!) დაგეხმარებით…
ვისაც გინდათ გაავრცელეთ ეს პოსტი (იქნებ როგორმე მივიდეს ეს სიტყვა იმ ადამიანამდე)”
კომენტარები