Impact Hub Tbilisi–ის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართასტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე, სადაც მონაწილესტარტაპებმა 12 კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგები ინვესტორებისა და სტუმრების წინაშე წარადგინეს.
სტარტაპ პრე-აქსელერატორი, ერთი მხრივ, მიზნად ისახავსადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას დამათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობისმიცემას, რომ ადრეულ ეტაპზევე განახორციელონ ინვესტიციამათთვის სასურველ ინდუსტრიაში.
პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 21–მა გუნდმა, რომელმაც 12 კვირის განმავლობაში აქტიურად იმუშავასაკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. გუნდებმა ჩამოაყალიბესფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო და ბაზარზე შესვლისსტრატეგიები, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება. აქსელერაციის დასკვნით ეტაპზე შეირჩა 9 სტარტაპი, რომელიცგაემგზავრა ტალინში და გაიარა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორის Startup Wise Guys–ისინტენსიური ტრენინგები. გუნდებმა გაიზიარეს საერთაშორისოგამოცდილება და გაეცნენ ესტონეთის ძალიან წარმატებულ დაინოვაციურ სტარტაპ ეკოსისტემას.
დემო დღეზე ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე 9სტარტაპი წარდგა, დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა დასტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით.
დემო დღის მონაწილე სტარტაპები:
სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ისსაინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალურიგადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისოაქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზედაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციისპროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემისგამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაშიჩაერთო ოთხი ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი. მონაწილე გუნდებმა, მთლიანობაში 1.5 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია/გრანტიმოიპოვეს. პროგრამის პორტფოლიოშია ისეთი წარმატებული სტარტაპები როგორიცაა: Stori, Wempler, Lawformer, Upway, SOS Auto, Tasteit, Wowchy, Neuropilot.
„ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ პრე-აქსელერაციის პროგრამა სხვადასხვა შესაძლებლობით გავამდიდროთ, ამ მხრივ ეს წელი განსაკუთრებული იყო, რადგან დავიწყეთ თანამშრომლობა Startup Wise Guys-თან, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და წარმატებულ აქსელერატორთან. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია ორივე ორგანიზაციისთვის და ძალიან საინტერესო შესაძლებლობა ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის. წლევანდელმა მონაწილე სტარტაპებმა ძალიან კარგად გამოიყენეს ტალინში მიღებული გამოცდილება და დემო დღეზე კიდევ უფრო მომზადებულები წასდგნენ სტურების წინაშე“ – აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.
„თიბისის პროგრამა სტარტაპერი დაწყების დღიდანვე მხარს უჭერს სტარტაპ პრე-აქსელერატორს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის შესანიშნავი პროექტი, რომელიც ტექნოლოგიურ სტარტაპებს განვითარებისა და ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. წლევანდელი პრე-აქსელერატორი კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მონაწილეები იმყოფებოდნენ ესტონეთში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორის ტრენინგები გაიარეს, რაც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გააძლიერებს მათ და გაზრდის ინვესტიციების მოზიდვის შანსებს“, – ანკა თოთიბაძე, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის სერვის ექსპერტი.
კომენტარები