10 ივნისს, ქ. თბილისში, მელიქიშვილის გამზირის #18-ში, „იმპექსის“ ახალი აფთიაქი გაიხსნა. „იმპექსი” ფარმაცევტულ სექტორში დინამიურად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია 100-ზე მეტი აფთიაქით ყველა რეგიონში მთელი საქართველოს მასშტაბით.
მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ახლადგახსნილ აფთიაქში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მთელი თვის განმავლობაში ისარგებლოს ყოველდღიური მაქსიმალური ფასდაკლებით მედიკამენტებზე. ხოლო, 10-დან 19 ივნისის ჩათვლით თავის მოვლის პრემიუმ, ნატურალურ და ასევე, დერმატოლოგიურ კოსმეტიკურ ბრენდებზე მიიღოს 50 %-იანი ფასდაკლება: Vichy, La Roche-Posay, Soskin, Cerave, Cosnature, Phytorelax, Sunkissed, Montbrun, Alphanova Sun. 35% ფასდაკლება Topicrem, Avene, Klorane-ისპროდუქციაზე. ამასთანავე, პარაფარმაციის 30 ლარიან და მეტ შენაძენზე მომხმარებლებს ელით საჩუქრები პრემიუმ ბრენდებისგან.
ამავე აფთიაქში 14 და 15 ივნისს დაგეგმილია სახის კანის უფასო დიაგნოსტიკა ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდისგან – Soskin, ხოლო 16 ივნისს – Vichy-ს და La Roshe-posay-ს ბრენდებისგან.
ახალი აფთიაქის გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური ფარმაცევტებით და კონსულტანტებით, რომლებიც კეთილგანწყობილი მომსახურებით ზრუნავენ განაწყონ მომხმარებლები სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.
„იმპექსის“ მიზანია გახდეს მომხმარებლის რჩეული და ხელმისაწვდომი ბრენდი. დღეს ჩვენი კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში. ამჟამად, 1000-ზე მეტი დასაქმებული გვყავს და გაფართოებასთან ერთად დასაქმებულების რიცხვიც გვეზრდება. ეს სასიხარულო რიცხვია და, ამავე დროს, საპასუხისმგებლოც. ქსელის გაფართოებასთან ერთად, ჩვენი ორიენტირია ხარისხის უწყვეტი განვითარება. აღსანიშნავია, რომ კომპანია 2018 წლიდან ფლობს მენეჯმენტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს ISO 9001:2015. ასევე, 2022 წელს ამოქმედდა “იმპექსფარმის” თანამედროვე ლოგისტიჯური ცენტრი ქ. თბილისში, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო GDP სტანდარტებთან. კომპანიაში დანერგილი პროცესები უზრუნველყოფს ტემპერატორული რეჟიმის დაცვას დისტრიბუციის ყველა ეტაპზე, რაც მომხმარებლისთვის უსაფრთხო მედიკამენტების გარანტიაა” – განაცხადა „იმპექსფარმის“ დამფუძნებელმა დავით კოხრეიძემ.
გახსნის ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს „იმპექსის“ წარმომადგენლებმა ახალი, ევროპული ორგანული და ნატურალური კოსმეტიკური ბრენდები წარუდგინეს, ასევე, გააცნეს მიმდინარე სიახლეები და აქციები.
„ჩვენი სტრატეგიული ხედვა ქსელის დინამიური ზრდა და უწყვეტი განვითარებაა. 2022 წლისთვის კომპანია წარმოდგენილია საქართველოს ყველა რეგიონში 100-ზე მეტი აფთიაქით, ექსკლუზიური ბრენდებით და გამრავალფეროვნებული ასორტიმენტით. „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის მთელი გუნდი ორიენტირებულია შევქმნათ ფასეულობა მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებით. ქსელის ხელმისაწვდომობა და გაფართოება, განსაკუთრებით დედაქალაქში, რჩება კომპანიის ერთ-ერთ გამოკვეთილ პრიორიტეტად“ – განაცხადა „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის სტრატეგული განვითარების დირექტორმა ნინო დგვეფაძემ.
„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი, დაარსების დღიდან ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ფარმაცევტულ სექტორში მედიკამენტების ფართო ასორტიმენტის შეღავათიან ფასად შეთავაზებით. „იმპექსფარმი“ 1999 წლიდან ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკური ბრენდების იმპორტს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან და დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. კომპანია 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელთან თანამშრომლობს, რომლებიც პრეპარატებს საერთაშორისო ფარმაცევტული GMP სტანდარტების შესაბამისად აწარმოებენ. სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ ასევე ერთ-ერთი პირველია ფარმაცევტულ სექტორში, რომელმაც დაიწყო თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი საქართველოში; მომხმარებელს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენა 80%-მდე ფასდაკლებული ღირებულებით შეუძლია შეიძინოს „იმპექსის“ აფთიაქებში.
”იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს დაზოგონ, ინდივიდულურ საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული დაგროვებითი და ფასდაკლების „ზე ბარათის“ საშუალებითაც. „ზე ბარათის“ გამოყენებით მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქცია მუდმივი ფასდაკლებით და პარალელურად დააგროვონ ქულები, ანუ სხივები. ბარათის განსაკუთრებულობა არის ის, რომ დაგროვილი ქულების ანუ სხივების გადაცვლა ნებისმიერ პროდუქციაზეა შესაძლებელი შეუზღუდავად. ბარათზე ზოგად სქემასთან ერთად დამატებით მოქმედებს: მშობელთა, პენსიონერთა, დევნილთა და ტურისტთა სქემები. თითოეული სქემის ბენეფიციარისთვის კი შექმნილია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები.
„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი მუდმივად ცდილობს შეასრულოს ბრენდის დაპირება და ექსკლუზიური შეთავაზებებით, კომფორტული გარემოს შექმნით, მომხმარებელზე მორგებული სერვისების განვითარებით და მაღალხარისხიანი მომსახურებით განაწყოს მომხმარებლები სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ “იმპექსის“ Facebook გვერდს:
კომენტარები