ქ. თბილისში „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელს კიდევ ერთი იისფერი აფთიაქი შეემატა ნაძალადევის რაიონში (მისამართი: სვანეთის ქუჩა #17). დღესდღეობით “იმპექსი” მთელს საქართველოში 100-ზე მეტ აფთიაქს აერთიანებს და ახალი აფთიაქით კიდევ უფრო აფართოვებს მომხმარებლის ხელმისაწვდომობას დედაქალაქში.
გაფართოების პარალელურად „იმპექსი“ მუდმივად ცდილობს თავისი მომხმარებელი განსაკუთრებული შეთავაზებებით გაანებივროს. ახალი აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით, ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს ყოველდღიური მაქსიმალური ფასდაკლებით მედიკამენტებზე ივლისის და აგვისტოს თვეების განმავლობაში.
„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში ბოლო დროს დანერგილი სიახლის, მუდმივი ყოველკვირეული კატეგორიების აქციების ფარგლებში, მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავის მოვლის პროდუქციაზე, ბავშვთა კვებისა და აქსესუარების კატეგორიის სრულ ასორტიმენტზე ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებებით.
კერძოდ:
– ყოველი თვის I კვირას (1 – 7 რიცხვი) უპრეცედენტო ფასდაკლება ვრცელდება
ბავშვთა მოვლის, კვების და აქსესუარების ბრენდებზე.
– ყოველი თვის II კვირას (8 – 14 რიცხვი) თმის მოვლის პროდუქციაზე მოქმედებს
საუკეთესო შეთავაზებები.
– ყოველი თვის III კვირა (15 – 21 რიცხვი) კი ტანის მოვლის ბრენდებზე ფასდაკლების
კვირეულია,
– ყოველი თვის IV კვირა (22 – 31 რიცხვი) პირის ღრუს მოვლის პროდუქციის
კვირეულია.
„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში განსაკუთრებული შეთავაზებებით, აქციებითა და ფასდაკლებებით სარგებლობა მომხმარებელს „იმპექსის“ ლოიალობის – ფასდაკლებისა და დაგროვების – ელექტრონული „ზე ბარათის“ გამოყენებით შეუძლია. ბარათის მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია ფასდაკლებით და პარალელურად დააგროვოს სხივები/ქულები – რომელთა გადაცვლა შესაძლებელია ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე. ბარათზე ზოგად სქემასთან ერთად დამატებით მოქმედებს: მშობელთა, პენსიონერთა და დევნილთა სქემები. თითოეული სქემის ბენეფიციარისთვის კი შექმნილია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები.
„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი დაარსების დღიდან ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ფარმაცევტულ სექტორში მომხმარებლისათვის მედიკამენტების ფართო
ასორტიმენტის შეღავათიან ფასად შეთავაზების მიმართულებით. „იმპექსი“ ერთ-ერთი პირველია ფარმაცევტულ სექტორში, რომელმაც დაიწყო თურქეთიდან
მედიკამენტების იმპორტი საქართველოში და 80%-მდე ფასდაკლებული ღირებულებით შესთავაზა ქართველ მომხმარებლებს. „იმპექსში“ თურქეთიდან იმპორტირებული 100-მდე დასახელების მედიკამენტის შეძენაა შესაძლებელი მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში.
მომხმარებლის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის მიზნით „იმპექსში“ წარმოდგენილია საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატების მქონე, ნატურალური, ორგანული, უსაფრთხო და ეფექტური კოსმეტიკური ბრენდები ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან – საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ა.შ. აღნიშნული ბრენდები დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში და სწორედ „იმპექსმა“ შეძლო მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქართველი
მომხმარებლებისთვის.
„იმპექსფარმი“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს – ISO 9001:2015 და სანდო რეპუტაციით სარგებლობს პარტნიორ კომპანიებში.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს „იმპექსის“ საფთიაქო ქსელის მფლობელი კომპანია, შპს „იმპექსფარმი“ გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერის“ (Leader of the Year) მფლობელი და დასახელდა, როგორც ფარმაცევტულ სექტორში ყველაზე დინამიურად მზარდი კომპანია. „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი ზრდისა და განვითარების პარალელურად მუდმივად ცდილობს შეასრულოს ბრენდის დაპირება და ექსკლუზიური შეთავაზებებით, კომფორტული გარემოს შექმნით, მომხმარებელზე მორგებული სერვისების განვითარებით განაწყოს მომხმარებლები სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „იმპექსის“ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/ImpexPharmacy
ცხელი ხაზი: 032 2 31 31 00
#განეწყვესიცოცხლისთვის
#განეწყვეჯანმრთელობისთვის
კომენტარები