ქ. ქუთაისში „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელს კიდევ ერთი ახალი იისფერი აფთიაქი შეემატა (მისამართი:სოლომონ პირველის ქუჩა). დღესდღეობით “იმპექსი” მთელ საქართველოში 100-ზე მეტ აფთიაქს აერთიანებს და ახალი აფთიაქით კიდევ უფრო აფართოვებს მომხმარებლის ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას დიდ ქალაქებში.
გაფართოებასთან ერთად „იმპექსი“ თავის მომხმარებელებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს. სააფთიაქო ქსელში ბოლო დროს დანერგილი სიახლის, მუდმივი ყოველკვირეული კატეგორიების აქციების ფარგლებში, მომხმარებელს საშუალება აქვს თავის მოვლის პროდუქციაზე, ბავშვთა კვებისა და აქსესუარების კატეგორიის სრულ ასორტიმენტზე ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებებით. ამჟამად სპეციალური ფასდაკლება მიმდინარეობს ტანის მოვლის საშუალებებზე 21 სექტემბრის ჩათვლით.
შეთავაზებებით სარგებლობა „იმპექსის“ ლოიალობის – ფასდაკლებისა და დაგროვების – ელექტრონული „ზე ბარათის“ გამოყენებით არის შესაძლებელი.
ბარათის მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია ფასდაკლებით და პარალელურად დააგროვოს სხივები/ქულები – რომელთა გადაცვლა შესაძლებელია ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე.ზე ბარათზე ზოგად სქემასთან ერთად დამატებით მოქმედებს: მშობელთა, პენსიონერთა და დევნილთა სქემები. თითოეული სქემის ბენეფიციარისთვის კი შექმნილია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები.
„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი დაარსების დღიდან ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ფარმაცევტულ სექტორში მედიკამენტების ფართო ასორტიმენტის შეღავათიან ფასად შეთავაზების მიმართულებით. „იმპექსი“ ერთ-ერთი პირველია ფარმაცევტულ სექტორში, რომელმაც დაიწყო თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი საქართველოში და 80%-მდე ფასდაკლებული ღირებულებით შესთავაზა ქართველ მომხმარებლებს. თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების დასახელებები ყოველკვირეულად იზრდება და მათი შეძენა შესაძლებელია „იმპექსის“ აფთიაქებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში.
„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი ზრდისა და განვითარების პარალელურად მუდმივად ცდილობს შეასრულოს ბრენდის დაპირება და ექსკლუზიური შეთავაზებებით, კომფორტული გარემოს შექმნით, მომხმარებელზე მორგებული სერვისების განვითარებით განაწყოს მომხმარებლები სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „იმპექსის“ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/ImpexPharmacy
კომენტარები