დღეიდან, „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში თურქეთიდან იმპორტირებული აქტიურად
მოხმარებადი მედიკამენტების სია კიდევ უფრო გაფართოვდა. საქართველოს მთავრობის
მიერ მედიკამენტების გამარტივებული იმპორტის რეჟიმის გამოცხადების საფუძველზე,
სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ ერთ-ერთი პირველია ფარმაცევტულ სექტორში, რომელმაც
დაიწყო თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი საქართველოში. 80%-მდე ფასდაკლებული
ღირებულებით თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების შეძენა მომხმარებელს
შეუძლია „იმპექსის“ 100-მდე აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში.
დღეის მდგომარეობით, „იმპექსში“ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების სია
გაორმაგდა:
• ბრილანტა (ტაბ. 90 მგ/ N56)
• პარკინის (ტაბ. 0,25 მგ. /N 100)
• ვაზოსერკი BID (ტაბ. 24.მგ/ N 60)
• ეპიქსი XR (ტაბ. 750 მგ/N50)
ეპიქსი (ტაბ. 250მგ/N 50)
ეპიქსი (ტაბ.500 მგ/N 50)
ეპიქსი (ტაბ. 1000მგ/N 50)
• რივოქსარი (ტაბ. 10 მგ /N10)
რივოქსარი (ტაბ. 15 მგ /N 28)
რივოქსარი (ტაბ. 20 მგ/ N28)
• ესრამი (ტაბ. 10 მგ /N28)
ესრამი (ტაბ20 მგ/N28)
• კო-ირდა (ტაბ. 150 მგ/12.5 მგ/ N28)
კო-ირდა (ტაბ. 300 მგ/12.5 მგ N28 )
• სერეტიდი აკუჰალერი (დისკუსი საინჰ.50 მკგ/500 მკგ/1 დოზა 60 დოზა)
• ფორქსიგა (ტაბ. 10 მგ/N28)
• ქსარელტო (ტაბ. 15 მგ/N28)
კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება
მედიკამენტების უმსხვილეს თურქ დისტრიბუტორებთან – Nobel და Abdi Ibrahim. უახლოეს
დღეებში „იმპექსის“ საფთიაქო ქსელში კიდევ უფრო გაიზრდება თურქეთიდან
იმპორტირებული მედიკამენტების დასახელებები.
იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი, დაარსების დღიდან ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს
ფარმაცევტულ სექტორში მედიკამენტების ფართო ასორტიმენტის შეღავათიან ფასად
შეთავაზებით. „იმპექსფარმი“ 1999 წლიდან ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების,
სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკური ბრენდების იმპორტს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან
და დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. კომპანია 100-ზე მეტ მედიკამენტების
მწარმოებელთან თანამშრომლობს, რომლებიც პრეპარატებს საერთაშორისო
ფარმაცევტული GMP სტანდარტების შესაბამისად აწარმოებენ.
”იმპექსი“ მომხმარებელს ეხმარება დაზოგოს ასევე ლოიალობის – „ზე ბარათის“
საშუალებითაც. „ზე ბარათის“ ზოგადი სქემის ფარგლებში, მომხმარებლებს საშუალებას
აძლევს ქულების დაგროვების პარალელურად – მედიკამენტები, სამედიცინო ტექნიკა,
პარაფარმაციის პროდუქცია საუკეთესო ფასად შეიძინონ. ასევე, „იმპექსის“ სააფთიაქო
ქსელი სოციალური პასუხიმგებლობის კამპანიის ფარგლებში, „ზე“ ბარათის სპეციალური
დამატებითი სქემების საშუალებით საპენსიო ასაკის და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილ პირებს სთავაზობს მეტ ფასდაკლებას მედიკამენტებსა და
სამედიცინო ტექნიკაზე. სქემა აქტიურდება პენსიონერისთვის – პირადობის მოწმობის,
ხოლო დევნილის შემთხვევაში – შესაბამისი დამადასტურებელი საბუთის ერთჯერადად
წარდგენის საფუძველზე. „ზე ბარათზე“ ასევე მოქმედებს მშობელთა სქემაც, რომლის
ფარგლებში ჩართული მშობლები სარგებლობენ დამატებითი ფასდაკლებით ბავშვთა
კვებისა და მოვლის საშუალებებზე.
სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ მუდმივად ცდილობს შეასრულოს ბრენდის დაპირება და
ექსკლუზიური და განსაკუთრებული შეთავაზებებით მომხმარებლები განაწყოს
სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.
„იმპექსის“ ცხელი ხაზი: 032 2 31 31 00
#განეწყვეჯანმრთელობისთვის
#განეწყვესიცოცხლისთვის
კომენტარები