თბილისში სტრიპტიზ კლუბში, რომელიც ფილარმონიასთან მდებარეობს, ინდოეთიდან ჩამოსულ 25 ტურისტს სასმელში 40-ათას ლარი გადაახდევინეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, რომ ისინი ამხელა თანხას არ გადაიხნიდნენ კლუბის დაცვამ მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
“კურიერის” ინფორმაციით, მათ მოთხოვნილი თანხიდან 20 000 გადაიხადეს, თუმცა კლუბი თანხის სრულად დაფარვას მაინც მოითხოვდა.
ღამის კლუბი, სადაც ტურისტები მოატყუეს და არარეალური თანხის გადახდას სთხოვდნენ – დღეს დალუქულია.
კომენტარები