ფოტო – The Times of India
ინდოეთის ჩრდილოეთ შტატში, უტარ-პრადეშში, უცნობი ვირუსული ცხელებით გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 12 ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Times of India წერს.
დაავადების შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ რეგიონში 68 ადამიანს მიაღწია, მათგან 40 ბავშვია.
ეს მხოლოდ გარდაცვლილთა სავარაუდო რიცხვია. მედიის ცნობით, ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი მონაცემებში არ ატარებს იმ პირებს, რომლებიც კერძო საავადმყოფოებში და სახლში დაიღუპნენ.
ვირუსული ცხელების გაჩენისა და გავრცელების მთავარ მიზეზად ინდოელი ექიმები სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების ნაკლებობას, ასევე დაავადების მატარებელი კოღოების მომრავლებას ასახელებენ.
კომენტარები