ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ნაციონალური მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
შეზღუდვები გუშინ ღამის 12 საათის შემდეგ ამოქმედდა და 21 დღეს გაგრძელდება. „სახლებიდან გასვლა აბსოლუტურად აიკრძალა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ინდოეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ პანიკას არ აყვნენ და დროებით უარი თქვას გადაადგილებებზე და მაღაზიებზე.
BBC-ის ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია ადამიანებს მაღაზიაში გასვლის უფლებასაც თუ შეუზღუდავენ ან როგორ უნდა განხორციელდეს ეს ქმედება.
ახალი შეზღუდვები კორონავირუსის ახალ შემთხვევებთანაა დაკავშირებული. მთელი ინდოეთის მასშტაბით დარეგისტრირებულია 519 კოვიდ-19-ის შემთხვევა. ამათგან 10 გარდაიცვალა.
კომენტარები