ინდოელმა წყვილმა ჩატისგარის რეგიონში ახალ დაბადებულ ტყუპებს კორონა და კოვიდი დაარქვეს . ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ALJAZEERA. ტყუპები, გოგო და ბიჭი რაიპურის სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებულ საავადმყოფოში დაიბადნენ 27 მარტს, სადაც ორი დღის შემდეგ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.
ბავშვების დედამ ინდოეთის ადგილობრივ მედიას აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განუცხადა, რომ მასსა და მის ქმარს განზრახული ჰქონდათ თავიანთი შვილებისთვის განსხვავებული სახელები დაერქმიათ, რათა ეს ფაქტი მათთვის დასამასხოვრებელი ყოფილიყო. წყვილის განცხადებით, ბავშვების სახელები მათ იმ მძიმე გაჭირვებას გაახსენებთ, რომელიც გამოწვეულია კარანტინის შემოღებით სახელიმწიფოს უწყებების მიერ.
მიუხედავად ახალშობილების სახელების მიმართ დღევანდელი ასოციაციისა, მამის განცხადებით, მათ ძალზე ლამაზი სახელი აქვთ იმ ფონზე, რომ კორონა ლათინურად გვირგვინს ნიშნავს. მისი განცხადებით, საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს შიშები ზემოხსენებული სახელების ასოციაციებზე და უნდა კონცენტრირდეს ჰიგიენასა და სანიტარიაზე.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 3082 შემთხვევაა აღნიშნული, რომელთაგან ფატალური 86 აღმოჩნდა. 1.3 მილიარდიანი ქვეყანა სრულ იზოლაციაში იმყოფება, სადაც 14 აპრილამდე კარანტინის მკაცრი წესები მოქმედებს- მუშაობს მხოლოდ მარკეტები და აფთიაქები. ადამიანებისთვის ქუჩაში გამოსვლა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა აკრძალულია.
კომენტარები