დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა:
„ღრმა პატივისცემას ვუდასტურებ ყველა ჩემს კოლეგას იმის გამო, რასაც ისინი წელიწადზე მეტია უძლებენ. თქვენ რომ იცოდეთ, დღეს ჩვენ რა ავადობაც გვაქვს, 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, ინდოეთში რაც ხდებოდა, იმაზე ხუთჯერ მეტია. აი, ამას უძლებენ ჩემი კოლეგები.
სანამ ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მაინც არ აიცრება, სამწუხაროდ, ეპიდვითარების სხვა მეთოდებით მართვა დაგვჭირდება ხოლმე“
კომენტარები