ინდოეთში, კერალას შტატის ქალაქ პალგჰადში საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩზე ტრიბუნა ჩამოინგრა. ამის შესახებ გამოცემა India Today იტყობინება.
ინციდენტის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
მატჩი ცნობილი ფეხბურთელის, რადაკრიშნა დანარაჯანის ოჯახის დასახმარებლად გაიმართა. ფეხბურთელი 29 დეკემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.
კომენტარები