ინდონეზიაში, კუნძულ იავას აღმოსავლეთით მომხდარ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 6 ადამიანი, – წერს Anadolu.
ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკური სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 6.7 მაგნიტუდას შეადგენდა.
ხელისუფლებას ცუნამის საფრთხე არ გამოუცხადებია. ბიძგები 10 აპრილს, 07:00 საათზე დაფიქსირდა.
კომენტარები