უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინდონეზიაში, ჯამბის პროვინციაში უზარმაზარმა პითონმა ქალი მოკლა და მთლიანად გადაყლაპა.
50-წლამდე ქალი, ჯაჰრა, კვირა დილით სამუშაოდ წავიდა რეზინის პლანტაციაში. ღამით ის აღარ დაბრუნდა, რის შემდეგაც სამძებრო-სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს. ერთი დღის შემდეგ სოფლის მცხოვრებლებმა იპოვეს პითონი დიდი კუჭით. ის მინიმუმ 5 მეტრის სიგრძის იყო. მოგვიანებით, ის ადგილობრივებმა მოკლეს.
“მსხვერპლი გველის მუცელში იპოვეს”, – განუცხადა პოლიციის უფროსმა ადგილობრივ მედიასაშუალებებს და დასძინა, რომ მისი ცხედარი, ძირითადად ხელუხლებელი იყო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდონეზიაში ადამიანი მოკლა და შეჭამა პითონმა. ქვეყანაში ორი მსგავსი სიკვდილი დაფიქსირდა 2017-2018 წლებშიც.
კომენტარები