ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მთავრობას, სწრაფი გავრცელების თავიდან ასარიდებლად, სამოქმედო გეგმის დროული შემუშავებისკენ მოუწოდებენ.
ენმ-ს წევრი, გიორგი ჩალაძე:
საქართველო ინდურ შტამსაც ხვდება ისე, როგორც კოვიდის პირველ შემთხვევას, ისევ მოუმზადებელი, ისევ ჭორაობით, ისევ არაპროფესიონალიზმით. ყველაზე მთავარია, რომ პოლიტიკოსი იყოს პასუხისმგებლობიანი და მის სიტყვას ჰქონდეს ფასი და ეს არ უნდა იყოს სადღეგრძელო. შესაბამისად თუ რამეს იძახის პოლიტიკოსი ამის დამადასტურებელი წყაროს მითითება უნდა შეეძლოს. ჩემთან ეს ანალიზი არ ჩატარებულა, ლუგარში ეს ანალიზი არ ჩატარებულა, შესაბამისად, თუკი სადმე, მესამე პირმა რაიმე ანალიზი ჩაატარა საიდანაც დაადგინა შტამი, ეს მხოლოდ მისასალმებელია და უნდა შემოწმდეს ხარისხი.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ სურგულაძე:
პრობლემა ის არის რომ ისევ მოუმზადებლები ვართ, ისევ პრობლემა გვაქვს ადგილების – განსაკუთრებით თბილისში. რა მომზადებაზე ვსაუბრობთ როცა დღემდე ბევრ კლინიკას, რომელიც კოვიდს ებრძოდა იანვარში, დეკემბერში თანხები არ მიუღია კოვიდ მომსახურების.
“ევროპული საქართველოს” წევრი, ვახტანგ კალოანი:
ამ კონკრეტულ ეტაპზე აუცილებელია დეტალური გეგმის არსებობა, ჰოსპიტალური საწოლების მობილიზების, პირველადი ჯანდაცვის მობილიზების, 112 და ოჯახის ექიმის კიდევ ერთხელ გადამოწმების და გამართული მუშაობისთვის. ძალიან ცუდი ტენდენციაა მცირედი, მაგრამ მატება გარდაცვლილთა რიცხვის, ამასაც კარგი ანალიზი და სწრაფი რეაგირება სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენ ამის ნიშნებს ჯერ ვერ ვხედავთ.
ინდური შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველად პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ გაავრცელა, დღეს კი პარლამენტის დეპუტატმა, ლადო კახაძემაც იგივე თქვა. მას მალევე გამოეხმაურა ამირან გამყრელიძე და თქვა, რომ ჯერჯერობით ლაბორატორიულად არ დასტურდება ინდური შტამი, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ვირუსის ამ სახეობის მატარებელი ადამიანები არიან.
კომენტარები