“ტვ პირველის” ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას:
“სად იყო პოლიცია, თუ არ იყო ეს თქვენი დაგეგმილი? პირველად გამოვდივარ ჩემ სიცოცხლეში მიტინგზე, თქვენ არაკაცებო…
მეც არ მჯერა, ამდენი ხალხის წინაშე პოლიტიკური მოთხოვნით რომ გამოვდივარ, გადადგეს ირაკლი რარიბაშვილი, მიყვეს ყველა მოძალადე, ვინც ეს დაგეგმა. გადადექით, სირცხვილია, ახალგაზრდები ხართ, შვილები გეზრდებათ.
ასეთ ფსკერზე როგორ დაეშვით, დღეს გარდაცვლილ ჩვენ კოლეგას რომ შეურაცხყოფთ თქვენი ბრიფინგებით, თქვე უნამუსოებო, არავის გვაინტერესებს თქვენი ბრიფინგები, არც თქვენი ექსპერტიზის პასუხები, არც გავაშუქებთ ამას, არ გავაშუქებთ…
რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ლექსოს დავკრძალავთ? საარჩევნო კანონმდებლობაზე? ცესკოს დაკომპლექტებაზე? აღარ მაინტერესებს არც ერთი თემა, გადადექით.
ახლა მინდა ერთი რაღაც მოგიყვეთ, ორიოდე დღის წინ ტვ პირველში შემოვარდნას აპირებდნენ ეს ნაძირლები, არავის ეშინია არც თქვენი კუნთების, არც თქვენი შავი მაისურების, არც თქვენი წვერების. ჩემი რელიგია და ეკლესია, მე რომ მიყვარს ძალადობას არ ქადაგებს. სირცხვილი ყველა იმ წვერიან, თუ უწვეროს, აქ რომ სპეცოპერაციას გვიტარებდნენ.
რამდენიმე დღის წინ, ტვ პირველში შემოვარდნას რომ აპირებდნენ, ლექსო საავადმყოფოდან გამოიპარა ხალათით, მოვიდა და მითხრა, ეს საქმე ხომ უნდა მივიდეს ბოლომდეო? ამ ქვეყანაში არ მაქვს გამოძიების იმედი და ხომ წავიღებთ სტრასბურგშიო. მინდა მკვდარ ლექსოს მივცე პირობა, ჩვენ მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე, არ გავაშუქებთ არაფერს ლექსოს სიკვდილის გარდა.”
კომენტარები