ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, ინგა გრიგოლიას წერილს პასუხობს:
“ინგა გრიგოლიაზე დიდი გულშემატკივარი არ გვყოლია ექსპერტებს არავინ.
პარტია სიას წარადგენს და მარტო ჩვენ ვახსენდებით, მაგრამ ჩემო ინგა, შენმა ტელევიზიამ შეურაცხყოფა მომაყენა, სიუჟეტი მოაბოდიალა და თუ აღარ მოვდივარ, პარტია რა შუაშია? თავმოყვარეობა რომ გაქვს ადამიანს, მანდ პარტია უნდა გკარნახობდეს?
კარგი რა, კარგი რა, არ გიხდება, მე ხომ არასოდეს გეხები, შენ რატომ ნერვიულობ?
მშვენივრად დავდიოდი, მაგრამ მელაძემ ასე მოინდომა და კიდევ მე ვარ აქით სახსენებელი?
წარმატებები ,,ქართულ ოცნებას”, ყველას მოსაწონი ვერ იქნება, მაგრამ ვერც ყველას დასაწუნი. ისე ინგა, სია რომ იდება და ჩვენზე საუბრობ, მაგ დროს სულ მრჩება შთაბეჭდილება რომ ოცნებიდან ვიღაც გიხდის, რომ ჩვენზე ისაუბრო და სია უკანა პლანზე გადავიდეს.
შეიძლება ბევრს არა, მაგრამ 1500 ლარს უეჭველი, სადაც მე ვიღებ (ნოდოს ფურცლებით), შენ ჩემზე ნაკლები რატომ იქნები? თან ორივე მეგრელი ვართ და ორივე სამტრედიაში გავიზარდეთ.”
კომენტარები