ინგლისელმა ეპისკოპოსმა , ჯასტინ ველბიმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე სენსაციური განცხადება გააკეთა იესო ქრისტეს კანის ფერთან დაკავშირებით, რასაც საზოგადოების კონსერვატიული ნაწილისგან ბრიტანეთში, ევროპასა და აშშ-ში აღშფოთება მოჰყვა.
„აუცილებელია გვახსოვდეს, რომ რადგან იესო ახლო აღმოსავლეთიდან იყო, იგი თეთრკანიანი არ ყოფილა. ღმერთი, რომელსაც ჩვენ ვადიდებთ იესოს სახელით უნივერსალურია და იმედი, რომელსაც იგი ჩვენ გვისახავს ძალზე კარგია ჩვენთვის ყველასთვის.
აქ არის ქრისტეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ნახატი“ – წერს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ბრიტანელი სასულიერო პირი და აქვეყნებს შავკანიანი იესოს ნახატს.
ნიუპოსტი
კომენტარები