სოციალური ქსელის მომხმარებელი, მანანა მოლაშვილი, წერს:
“ამერიკის კვალდაკვალ, ინგლისის ხელისუფლებამაც უარი განაცხადა 5G ანტენების გამოყენებაზე კიბერ უსაფრთხოების გამო.
ევრო ნიუსი უკვე მეორე დღეა გადმოცემს..
იტალია უფრო მოკრძალებულად მოიქცა,პარლამენტმა მობილურ კომპანიებს აუკრძალა 5G ანტენების გამოყენება, მაშინ როცა აქ საპარლამენტო მოსმენაზე პირდაპირ ზეწოლას ახდენენ მობილურ კომპანიებზე მათ ჩართვასთან დაკავშირებით.
ნუ….ჩვენ ხომ ისეთი უსაფრთხოების სისტემა გვაქვს და ტექნოლოგიები ისე განვითარებული,რომ სად ამერიკა და ინგლისი და სად ჩვენ?
ამაზე უარს როგორ ვიტყოდით?
გაქანებული პანდემიის დროს ელვის სისწრაფით მთელ ქვეყანაში მოვფინეთ 5G ანტენები, სასაფლაოებზეც კი შევნიშნე. აბა, რა, მიცვალებულებსაც ხომ დაჭირდებათ”
კომენტარები