დეპუტატი ფრიდონ ინჯია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის წინასწარ შექმნის ინიციატივით გამოდის. ინჯიამ ეს პარლამენტში, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას თქვა.
“შემოვდივარ წინადადებით, რომ წინასწარ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია იმ ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაში, რომელიც ჩატარდება. დამერწმუნეთ, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ, თუ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ოპოზიცია მონაწილეობას ამაშიც არ მიიღებს”, – თქვა ინჯიამ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
კომენტარები