ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,სერიოზული თ ხ ო ვ ნ ა მექნება! თუ მე დამემართა
ი ნ ფ ა რ ქ ტ ი, არავინ არ დაიწყოთ შ ტ ე რ ო ბ ე ბ ი ს
წერა – “გული გ ა უ ხ ე თ ქ ე ს ადამიანს” “ჩვენ ხომ
არავისი დ ა ნ დ ო ბ ა არ ვიცით!” “საწყალი იმდენი
ა ნ ე რ ვ ი უ ლ ე ს ეს გულიანი ადამიანი” “აჰა, ეს
გინდოდათ თქვე ბ ო რ ო ტ ე ბ ო?!” – და ასე შემდეგ!
ეს არის ც ხ ო ვ რ ე ბ ა! და ისე ვერ ვიცხოვრებთ, რომ
ვინმემ ვინმე არ გ ა ა კ რ ი ტ ი კ ო ს, ვინმემ ვინმეზე
რამე უარყოფითი არ თქვას და ასე შემდეგ! ყველას
აქვს უფლება ჰქონდეს ჩემს შესახებ თავისი ა ზ რ ი!
და არაფერ შუაშია აქ “ი ნ ფ ა რ ქ ტ ი”!
კატეგორიული მოთხოვნა მექნება – ასეთი რამეები
არავითარ შემთხვევაში არ დაწეროთ – ტ ე ხ ა ვ ს!
მით უმეტეს – ინფარქტის გამომწვევი ძირითადად
არის ქ ო ლ ე ს ტ ე რ ი ნ ი. სისხლძარღვების შიდა
კედლებზე ეს ნივთერება ნ ი კ ო ტ ი ნ ი ს ა და
არასწორი კ ვ ე ბ ი ს შედეგად ილექება და არა იმის
გამო, რომ ვიღაცამ ვიღაცა “ანერვიულა”!
ს ი გ ა რ ე ტ ი და შემწვარ-მოხრაკული გაცილებით
ხშირად არის ინფარქტის გამომწვევი, ვიდრე რამე
სხვა – თუნდაც ს ტ რ ე ს ი! პლიუს ამას – ინფარქტი
შეიძლება დაემართოს ვინმე გ უ ლ ღ რ ძ ო ნაგავ
ადამიანსაც! და იმაზეც შეიძლება მერე ვინმემ წეროს –
“აი, გაუხეთქეს გული ამისთანა კარგ ადამიანს!”
ასე რომ, არანაირი სურვილი არ მაქვს მე და ვინმე
გულღრძო კ ლ ი ზ მ ა ვიყოთ ერთი და იმავე
სიბრტყეზე დაყენებული! შესაბამისად – კიდევ ერთხელ,
კატეგორიულად ვკრძალავ ჩემზე ასეთი უდიდესი
ს ი დ ე ბ ი ლ ე ე ბ ი ს წერას! გ მ ა დ ლ ო ბ თ…”
კომენტარები