ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კვლავ ერთი კრიტიკული პაციენტი ჰყავთ, რომელთანაც დაავადება პროგრესირებს.
„ამ 47-დან ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. უკვე ერთი კვირაა, რაც ჩვენთან იმყოფება ეს პაციენტი. კრიტიკულია იმიტომ, რომ ჟანგბადდამოკიდებულია, ის არაინვაზიურ ვენტილაციაზე იმყოფება, მისი მდგომაროება მძიმეა როგორც ასაკის, ისე თანარსებული დაავადებების გათვალისწინებით. ამ ერთი კვირის განმავლობაში სტაბილიზაცია ვერ იქნა მიღებული, დაავადება მაინც მცირედ, მაგრამ როგორც კლინიკის, ისე ლაბორატორიული მონაცემებით, პროგრესირებს, ამიტომ დღეს პროგნოზირებაზე ლაპარაკი შეუძლებელია. დაგვრჩა მხოლოდ წრთი მძიმე პნევმონიით პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა გაუმჯობესებულია და როგორც საშუალო, ისე მსუბუქი მდგომაროების მქონე პაციენტი გვყავს”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
კომენტარები