თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წითელი ხიდიდან გადმოყვანილი ორი ადამიანი ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.
ორი მოქალაქე, რომელიც საბაჟოდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საქართველოს მოქალაქეები არიან. მათ საზღვარზე შემოწმებისას ტემპერატურის ცვლილება დაუფიქსირდათ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით, მიკროავტობუსით შემოვიდა. ის საბაჟოდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები