ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტია, რომელთა შორის სამს რამდენიმე დღის წინ ლუგარის ცენტრში კორონავირუსი დაუდგინდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დილას ლუგარის ცენტრიდან 8 პაციენტის პასუხი მოვიდა და ყველა უარყოფითია, მათ არც A და არც B ტიპის ვირუსი არ აქვთ, შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციას არ ექვემდებარებიან და საკარანტინო ზონაში გადავლენ.
კიდევ 8 პაციენტს, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან, ლუგარის ცენტრი ტესტირებას დღეს დილითვე ჩაუტარებს და პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი. ყველა პაციენტი საქართველის მოქალაქეა და ირანსა და იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
კომენტარები